
ბრიტანეთის პრემიერი: რუსეთი უკრაინის მოკავშირეების დაშინებას ვერ შეძლებს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა „მსურველთა კოალიციის“ სხდომაზე უკრაინას მხარდაჭერა აღუთქვა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთს უფლებას არ მისცემს, იგი დააშინოს.
ბერნემმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაუდასტურა, რომ ბრიტანეთის მთავრობა უკრაინის 100%-ით მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.
„მე ამ თანამდებობას სულ ცოტა ხანია ვიკავებ, თუმცა ამ მოკლე პერიოდშიც კი რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო დიდ ბრიტანეთს მუქარა დაუწყო. ვიცი, რომ აქ მყოფი სხვა ქვეყნებიც წააწყდნენ ანალოგიურ მუქარებს“, - აღნიშნა მან.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ უკრაინელი მოკავშირეების მოქმედებებს „გავლენა აქვს“.
„ჩვენ არ მივცემთ მათ უფლებას დაგვაშინონ, მხარს დავუჭერთ უკრაინას და დავიცავთ მის უფლებას დამოუკიდებლობაზე მანამ, სანამ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა არ მიიღწევა“, - დასძინა ბერნემმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge