მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბრიტანეთის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ახალი კანონი ქვეყანაში შესაძლებლობას იძლევა აიკრძალოს მარშები, თუ ისინი ერთსა და იმავე ადგილას, ერთი და იმავე ადამიანების წინააღმდეგ მეორდება
ბრიტანეთის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ახალი კანონი ქვეყანაში შესაძლებლობას იძლევა აიკრძალოს მარშები, თუ ისინი ერთსა და იმავე ადგილას, ერთი და იმავე ადამიანების წინააღმდეგ მეორდება

ბრიტანეთის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ახალი კანონი ქვეყანაში შესაძლებლობას იძლევა აიკრძალოს მარშები, თუ ისინი ერთსა და იმავე ადგილას, ერთი და იმავე ადამიანების წინააღმდეგ მეორდება

იმედი|imedinews.ge

ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივნის, სტივ რიდის განცხადებით, კანონი დანაშაულისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შესახებ, რომელიც პარლამენტმა მიიღო, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს შესაძლებლობას აძლევს აკრძალოს მარშები, რომლებიც საზოგადოების კონკრეტულ ჯგუფზე ზეწოლას ისახავს მიზნად.

როგორც მან Sky News-თან საუბარში აღნიშნა, ახლახან მიღებული კანონი საშუალებას მისცემს აიკრძალოს მარშები, თუ ისინი ერთსა და იმავე ადგილას, ერთი და იმავე ადამიანების წინააღმდეგ, კვირიდან კვირამდე მეორდება.

„კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, შინაგან საქმეთა მინისტრს ახალ უფლებამოსილებებს ანიჭებს. კერძოდ, გაითვალისწინოს კონკრეტული თემის დასაშინებლად განმეორებით გამართული მარშების ერთობლივი ზეგავლენა“, - განაცხადა რიდმა.

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, შესაძლოა თუ არა პალესტინის მხარდასაჭერი დემონსტრაციები აიკრძალოს, თუ ყოველ კვირაში ერთსა და იმავე ადგილას გაიმართება, რიდმა დადებითად უპასუხა.

„2026 წელს ებრაელებს კიპას ან დავითის ვარსკვლავის ტარების ეშინიათ. ეს სრულიად მიუღებელია. ებრაელებს უნდა ჰქონდეთ ისეთივე თავისუფლება, როგორც ქრისტიანებს ან მუსლიმებს“, - განაცხადა რიდმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

იმედი

პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება

პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება

იმედი

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა

იმედი

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი