მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ლა-მანშის სრუტეში ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავ იახტასა და რუსულ სამხედრო ხომალდს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დეტალები გაასაჯაროვა - უწყების განცხადებით, სამხედრო ხომალდს იახტის მიმართულებით არ უსვრია
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ლა-მანშის სრუტეში ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავ იახტასა და რუსულ სამხედრო ხომალდს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დეტალები გაასაჯაროვა - უწყების განცხადებით, სამხედრო ხომალდს იახტის მიმართულებით არ უსვრია

იმედი|imedinews.ge

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ლა-მანშის სრუტეში ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავ იახტასა და რუსულ სამხედრო ხომალდს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ახალი დეტალები გაასაჯაროვა. უწყების განცხადებით, გამაფრთხილებელი გასროლები უშუალოდ იახტის მიმართულებით არ იყო მიმართული.

ლონდონის შეფასებით, რუსული ფრეგატი „ადმირალი გრიგოროვიჩი“ ინციდენტის დროს, სავარაუდოდ, ცდილობდა რეგიონში მყოფი სხვა გემებისთვის ეჩვენებინა, რომ ის დრეიფში იმყოფებოდა და საკუთარი ძრავის სიმძლავრით არ მანევრირებდა.

სწორედ ამ მდგომარეობამ, შესაძლოა, რუსული ხომალდის ეკიპაჟს თავი უფრო მოწყვლადად აგრძნობინა, რამაც საბოლოოდ გამაფრთხილებელი გასროლის გადაწყვეტილებამდე მიიყვანა.

ბრიტანული მხარის ინფორმაციით, გასროლები განხორციელდა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცალკეული ტყვიებით და მას ავტომატური ჯერის ხასიათი არ ჰქონია.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა: „ბრიტანულ გემთან რადიოკავშირის დამყარების მცდელობის შემდეგ, ფრეგატმა „გრიგოროვიჩმა“ გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა. ეს გასროლები არ იყო მიმართული უშუალოდ იახტისკენ და წარმოადგენდა შესაძლო შეჯახების თავიდან აცილების მცდელობას. ჩვენი შეფასებით, ეს არის იზოლირებული ინციდენტი და იგი არანაირად არ უკავშირდება გასულ უქმეებზე დიდი ბრიტანეთის მიერ გემ „სმირტოსის“ დაკავების ფაქტს. სამეფო ფლოტის ხომალდი HMS Mersey უწყვეტ რეჟიმში აწარმოებდა რუსული გემის მონიტორინგს, ხოლო იახტის ეკიპაჟს უკვე გაეწია შესაბამისი დახმარება“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 76 სტატია.

  • ფრიდრიხ მერცის მრჩეველი და ბორის ჯონსონი რუსული დრონების საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენფორმულა
  • რუსული ინვესტიციების 80%-ზე მეტი უძრავ ქონებასა და მშენებლობაში ჩაიდო|TOP-10 კომპანია და სექტორებიBM.GE
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • გია აბაშიძე: გერმანიაში ერთი სულ უფრო თვალსაჩინო პარადოქსი იკვეთება: რაც უფრო ძლიერდება "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD), მით უფრო მძაფრდება რუსული საფრთხის, ჰიბრიდული ომის, დივერსიებისა და ეროვნული უსაფრთხოების რიტორიკარუსთავი 2
რუსული →

მსგავსი სტატიები

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

იმედი

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

იმედი

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

იმედი