მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბრიტანეთში 18 წლის მოზარდის მკვლელობის გამო გამართული საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებებით დასრულდა
ბრიტანეთში 18 წლის მოზარდის მკვლელობის გამო გამართული საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებებით დასრულდა

ბრიტანეთში 18 წლის მოზარდის მკვლელობის გამო გამართული საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებებით დასრულდა

იმედი|imedinews.ge

დიდი ბრიტანეთის ქალაქ საუთჰემპტონში 18 წლის ჰენრი ნოვაკის მკვლელობის გამო გამართული საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებებით დასრულდა. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

ბრიტანული ტელეარხის ცნობით, ათასობით ადამიანი ქალაქის ქუჩებში გამოვიდა, რათა ჰენრი ნოვაკის მკვლელობა გაეპროტესტებინა. მოგვიანებით მიტინგი პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. მომიტინგეები სამართალდამცველებს ბოთლებს, ფოიერვერკებსა და სხვა ნივთებს ესროდნენ.

ინციდენტის შედეგად სამართალდამცველებმა ორი ადამიანი დააკავეს - ერთი პოლიციელზე თავდასხმისთვის, ხოლო მეორე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის.

ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ დაკავებულთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.

ჰენრი ნოვაკი 2025 წლის 4 დეკემბერს საუთჰემპტონში მოკლეს. მას 23 წლის მამაკაცმა დანით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ადგილზე მოსულმა პოლიციამ ჩათვალა, რომ ინციდენტში დამნაშავე ნოვაკი იყო და ჯერ კიდევ ცოცხალ ადამიანს ბორკილები დაადო. დაჭრილი ნოვაკი პოლიციელებს ეუბნებოდა, რომ ვეღარ სუნთქავდა, თუმცა სამართალდამცველებმა მას არ დაუჯერეს. მოზარდი ძლიერი სისხლდენის შედეგად გარდაიცვალა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მკვლელობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 46 სტატია.

  • პროკურატურამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2
  • ვერაზე 17 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნიკა კაპანაძე ციხეში გადაიყვანესფორმულა
  • ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს ცოლის მკვლელობაში ბრალდებული კაცინეტგაზეთი
  • "$10 მილიონი ტრამპის თავისთვის" - პროირანულმა დაჯგუფებებმა აშშ-ის პრეზიდენტის მკვლელობისთვის ჯილდო დააწესესBM.GE
მკვლელობის →

მსგავსი სტატიები

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი