მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბრიტანული საინვესტიციო კომპანია Ashmore Group-ის წარმომადგენელი: მივესალმებით და ინტერესით ველოდებით სებ-ის ნებისმიერ ახალ ინიციატივას, რაც ბაზრის ლიკვიდობას უფრო გაზრდის და მეტ უცხოელ ინვესტორს მოიზიდავს
ბრიტანული საინვესტიციო კომპანია Ashmore Group-ის წარმომადგენელი: მივესალმებით და ინტერესით ველოდებით სებ-ის ნებისმიერ ახალ ინიციატივას, რაც ბაზრის ლიკვიდობას უფრო გაზრდის და მეტ უცხოელ ინვესტორს მოიზიდავს

იმედი|imedinews.ge

მისასალმებელი და თვალშისაცემია საქართველოს კაპიტალის ბაზრის ასე სწრაფად განვითარება, განსაკუთრებით ობლიგაციების ბაზრის ლიკვიდობის მიმართულებით, - განაცხადა ბრიტანული საინვესტიციო კომპანია Ashmore Group-ის წარმომადგენელმა ადრიან პეტრეანუმ სებ-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე.

საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების პერსპექტივა - ინდექსები და ბირჟაზე ვაჭრობადი საინვესტიციო ფონდები“ საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსების პრაქტიკულ გამოყენებასა და ინდექსზე დაფუძნებული საინვესტიციო პროდუქტების განვითარების პერსპექტივებს მიეძღვნა.

„მინდა მივულოცო საქართველოს ეროვნულ ბანკს ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როგორიცაა საქართველოში ICE ინდექსების გამოქვეყნება და მასში ქართული ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინტეგრაცია. როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო აქტივების მმართველები, აქტიურად ვართ ჩართულები ადგილობრივ ბაზარზე. ჩვენ მივესალმებით და ინტერესით ველოდებით ეროვნული ბანკის ნებისმიერ ახალ ინიციატივას, რაც ბაზრის ლიკვიდობას კიდევ უფრო გაზრდის და მეტ უცხოელ ინვესტორს მოიზიდავს“, - აღნიშნა ადრიან პეტრეანუმ.

სებ-ის მიერ ორგანიზებული ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნა 2026 წლის თებერვალში მიღწეულ მნიშვნელოვან პროექტს, როდესაც, პირველად ისტორიაში, საქართველოს ეროვნული ბანკის ხელშეწყობით, გამოქვეყნდა საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების შვიდი ინდექსი. ინდექსები შეიმუშავა Intercontinental Exchange-მა (ICE) და ხელმისაწვდომი გახდა როგორც Bloomberg-ის (Bloomberg IND), ისე ICE-ის ინდექსების პორტალის (indices.ice.com) მეშვეობით.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კომპანია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 45 სტატია.

  • Gulf-ი იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდაBM.GE
  • ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინესფორმულა
  • აფხაზეთში საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ შეიტანანეტგაზეთი
  • "ყველა ის კომპანია, რომელიც არაკეთილსინდისიერად იქცევა, თანამშრომლობს ბარბაროსულ რეჟიმთან, აუცილებლად აგებს პასუხს და გადაიხდის პოლიტიკურ ფასს" - ლაშა ფარულავარუსთავი 2
კომპანია →ინიციატივა →

მსგავსი სტატიები

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა, ისრაელთან ამხანაგური მატჩის წინ, დასკვნითი ვარჯიში ჩაატარა

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა, ისრაელთან ამხანაგური მატჩის წინ, დასკვნითი ვარჯიში ჩაატარა

იმედი

საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვების სისტემა ამოქმედდა

საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვების სისტემა ამოქმედდა

იმედი

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს მიზანია როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონის განვითარება

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს მიზანია როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონის განვითარება

იმედი

ნუცა ბუზალაძე დღეს ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს

ნუცა ბუზალაძე დღეს ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს

იმედი