მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტი მიმდინარეობს
ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტი მიმდინარეობს

ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტი მიმდინარეობს

იმედი|imedinews.ge

ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტი იმართება. ევროპელი ლიდერები უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთზე ზეწოლის გაზრდის, ასევე, ახლო აღმოსავლეთისა და მიგრაციის საკითხებზე მსჯელობენ. განსახილველ საკითხებს შორისაა ერთიანი ევროპული ბაზრის გაძლიერება და 2028-2034 წლებისთვის ევროკავშირის ფინანსური ჩარჩოს შემუშავება.

სამიტს ესწრება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელმაც შეხვედრა ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის ლიდერებთან გამართა.

„ეს უკრაინისთვის ისტორიული კვირა იყო. ორშაბათს ოფიციალურად გავხსენით პირველი კლასტერის მოლაპარაკებები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირის გაფართოებისა და უკრაინის ევროკავშირში სრული გაწევრებისკენ. დიდი შვიდეულის სამიტზე კი მივიღეთ ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც უკრაინისადმი მკაფიო და მტკიცე მხარდაჭერა იყო გამოთქმული. ეს ნიშნავს, რომ ახლა 27 წევრი სახელმწიფო გაერთიანებულია უკრაინის მხარდაჭერაში. ახლა ევროკავშირი ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები კანადიდან, იაპონიიდან, დიდი ბრიტანეთიდან - ყველა ერთად ვმუშაობთ უკრაინის მხარდაჭერის გასაძლიერებლად“, - განაცხადა ევროპის საბჭოს თავმჯდომარემ, ანტონიუ კოშტამ.

„ჩვენ ძალიან ძლიერ გზავნილს ვუგზავნით რუსეთს, რომ უკრაინისთვის მომდევნო 2 წლის განმავლობაში 90 მილიარდი ევროს სესხს უზრუნველვყოფთ, უკრაინის გვერდით ვიდგებით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. მეორე მხრივ რუსეთის ეკონომიკა იტანჯება. ის ფაქტი, რომ რუსეთმა გათიშა ინტერნეტი, მაგალითად ტელეგრამი, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი კვლავ აღმართავს რკინის ფარდას, მაგრამ ახლა ეს არის ციფრული რკინის ფარდა საკუთარ ხალხზე“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამიტზე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 34 სტატია.

  • BRICS-ის ქვეყნები ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ - ვინ ესწრება სამიტს?BM.GE
  • 9-10 სექტემბერს კობახიძე პარიზში კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ სამიტს დაესწრებაფორმულა
  • პესკოვმა ვერ გაიგო, რატომ არ ისაუბრა ფაშინიანმა შანხაის სამიტზე რუსულადნეტგაზეთი
  • თამარ ბაგრატიონმა კიევში "პირველი ლედებისა და ჯენტლმენების" სამიტში მიიღო მონაწილეობა - ადმინისტრაციატვ პირველი
სამიტზე →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი