მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა

Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიას კიდევ ერთი საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი შეემატა - VR Holding-მა, პროექტ VR Shekvetili Forest Beach-ის ფარგლებში, შეკვეთილში ლეგენდარული საერთაშორისო ბრენდის Café del Mar-ის Beach Club-ი გრანდიოზულად გახსნა.

ეს ისტორიული პრეცედენტია ქვეყნისთვის - Café del Mar-ი საქართველოში პირველად შემოვიდა, ხოლო შავი ზღვის სანაპიროზე პირველი ოფიციალური საერთაშორისო Beach Club-ი გაიხსნა, რომელიც მსოფლიოში აღიარებული ბრენდის ავთენტურ კონცეფციას წარმოადგენს.

Beach Club-ის ოფიციალური გახსნა საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. ღონისძიება ლენტის გაჭრის ოფიციალური ცერემონიით გაიხსნა, რომელმაც Café del Mar-ის საქართველოში ოპერირების დაწყებას ოფიციალურად დაუდო საფუძველი.

სტუმრების წინაშე საერთაშორისო არტისტების მონაწილეობით შთამბეჭდავი მუსიკალური წარმოდგენები და შოუ-პერფორმანსები გაიმართა, რომლებმაც Café del Mar-ის უნიკალური კონცეფცია სანახაობრივად წარმოაჩინა.

Café del Mar Beach Club-ი ზაფხულის სეზონის განმავლობაში სტუმრებს მრავალფეროვან გასართობ პროგრამას შესთავაზებს. სივრცეში რეგულარულად გაიმართება საერთაშორისო დიჯეების, არტისტებისა და მუსიკალური პერფორმანსების სერია, რომლებიც მსოფლიოში ცნობილი Café del Mar-ის უნიკალურ მუსიკალურ იდენტობას საქართველოში გადმოიტანს. ცოცხალი შოუები, თანამედროვე სანახაობრივი წარმოდგენები და ექსკლუზიური ღონისძიებები სივრცეს შავი ზღვის სანაპიროს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ გასართობ ცენტრად აქცევს.

მსოფლიოში Café del Mar-ი პრემიუმ სანაპირო ცხოვრების სტილის, მუსიკისა და განსაკუთრებული ატმოსფეროს სიმბოლოა. ბრენდი წარმატებით ოპერირებს მსოფლიოს არაერთ ცნობილ საკურორტო ლოკაციაზე და ახლა უკვე საქართველოშიც დამკვიდრდა, რაც ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის განვითარებისა და საერთაშორისო პოზიციონირების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.

VR Shekvetili Forest Beach-ი პრემიუმ კლასის საინვესტიციო პროექტია, რომელიც ბუნებას, თანამედროვე არქიტექტურას, მაღალი კლასის სერვისსა და საერთაშორისო სტანდარტის სტუმართმასპინძლობის გამოცდილებას აერთიანებს.

Café del Mar-ის საქართველოში შემოსვლა VR Holding-ის სტრატეგიული განვითარების ნაწილია და კომპანიის მიზანს - საქართველოში საერთაშორისო მნიშვნელობის ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას - კიდევ ერთხელ ადასტურებს.

აღსანიშნავია, რომ VR Holding-ი საქართველოში Café del Mar-ის ექსკლუზიური პარტნიორია.

პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ტურისტულ მიმზიდველობას, გააძლიერებს საქართველოს, როგორც პრემიუმ სანაპირო მიმართულების პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზარზე.

No description available.
No description available.
გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რაჭაში ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები გრძელდება

რაჭაში ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები გრძელდება

იმედი

საფრანგეთის გენშტაბის უფროსის განცხადებით, საფრანგეთი ჯერ კიდევ ვერ აწარმოებს დაბალბიუჯეტიან იარაღს იმ რაოდენობით, რაც მოწინააღმდეგის მასობრივი შეტევების შესაკავებლად არის საჭირო

საფრანგეთის გენშტაბის უფროსის განცხადებით, საფრანგეთი ჯერ კიდევ ვერ აწარმოებს დაბალბიუჯეტიან იარაღს იმ რაოდენობით, რაც მოწინააღმდეგის მასობრივი შეტევების შესაკავებლად არის საჭირო

იმედი

სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები გამოიკითხნენ

სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები გამოიკითხნენ

იმედი

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორი ოქმი განიხილა - ორივე მოქალაქე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო