
ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარე: პოლონელებსაც კი აღარ სურთ აიტანონ უკრაინა, რომელიც „უკრაინის მეამბოხე არმიის“ მიერ მასობრივ მკვლელობას ზეიმობს
იმედი|imedinews.ge
ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე ტომიო ოკამურა სოციალურ ქსელ X-ში უკრაინა-პოლონეთის სკანდალს ეხმიანება.
ოკამურა წერს, რომ პოლონელებსაც კი აღარ სურთ აიტანონ უკრაინა, რომელიც „უკრაინის მეამბოხე არმიის“ მიერ მასობრივ მკვლელობას ზეიმობს.
დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ამის გამო უკრაინის მიღება არც ევროკავშირში სურთ და არც ნატოში.
ტომიო ოკამურას პარტია „თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია“ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან „თეთრი ლომის“ ორდენის უკან დაბრუნებას ითხოვს.
Už i Poláci mají dost toho, že Ukrajina 🇺🇦☠ oslavuje pro-nacistické bestiální masové vrahy z UPA. 🇵🇱Polský vicepremiér a ministr obrany Wladyslaw Kosiniak-Kamysz varuje Ukrajinu v souvislosti s jejím možným vstupem do Evropské unie. V rozhovoru pro stanici Polsat News prohlásil,… pic.twitter.com/gS15gC43Gf — Tomio Okamura (@tomio_cz) July 1, 2026
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge