მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჩეხეთის პრეზიდენტმა ნატოს სამიტზე არგაშვების გამო მთავრობას საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლა
ჩეხეთის პრეზიდენტმა ნატოს სამიტზე არგაშვების გამო მთავრობას საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლა

ჩეხეთის პრეზიდენტმა ნატოს სამიტზე არგაშვების გამო მთავრობას საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლა

იმედი|imedinews.ge

ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა უფლებამოსილებებთან დაკავშირებული დავის გამო, მას შემდეგ რაც მთავრობამ მას უარი უთხრა, რომ მომავალ თვეს ანკარაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე ჩეხეთის დელეგაციისთვის მას ეხელმძღვანელა. ინფორმაციას Reuters-ი პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, მთავრობამ, რომელსაც პაველის ყოფილი საპრეზიდენტო მეტოქე ანდრეი ბაბიში ხელმძღვანელობს, ორშაბათს განაცხადა, რომ პაველს, რომელიც ნატოს ყოფილი მაღალჩინოსანია, ივლისში დაგეგმილ ალიანსის სამიტზე ქვეყნის დელეგაციაში არ შეიყვანს. მთავრობის განმარტებით, ქვეყნის პოზიციების, მათ შორის თავდაცვაზე დაბალი დანახარჯების, დაცვა მთავრობის პასუხისმგებლობაა.

„დელეგაციიდან პრეზიდენტის გამორიცხვას უპრეცედენტო და უკიდურესად სამწუხარო ნაბიჯად მივიჩნევ“, - განაცხადა პაველმა.

მისი თქმით, სხვადასხვა პრეზიდენტისა და მთავრობის პირობებში, ნატოს წინა 20 სამიტიდან 19-ზე ჩეხურ დელეგაციას სწორედ ქვეყნის პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა. გამონაკლისი მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობით იყო განპირობებული.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა, რომ სარჩელი მიღებულია და განიხილავს საქმისთვის პრიორიტეტის მინიჭების შესაძლებლობას. ჯერჯერობით უცნობია, მოასწრებს თუ არა სასამართლო გადაწყვეტილების მიღებას იმ ვადაში, რომ პაველმა სამიტში მონაწილეობა შეძლოს.

ჩეხეთის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის უფლებამოსილებები შეზღუდულია, ხოლო საგარეო პოლიტიკას მთავრობა განსაზღვრავს.

პაველი, კარიერული სამხედრო, რომელიც ჩეხეთის არმიას ხელმძღვანელობდა და 2015-2018 წლებში ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეც იყო, დაჟინებით მოითხოვს, რომ 7-8 ივლისს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დაგეგმილ ნატოს სამიტში მონაწილეობა მიიღოს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სასამართლო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 68 სტატია.

  • ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე სასამართლოში ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის გამოკითხვა დაიწყოფორმულა
  • ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინაBM.GE
  • გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატს სასამართლოს ობიექტურობის იმედი არ აქვსტვ პირველი
  • საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართარუსთავი 2
სასამართლო →სამიტზე →მთავრობის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი