
Chiatura Management Company ჭიათურაში ახალი დასახლების შექმნას გეგმავს
Chiatura Management Company ჭიათურაში ახალი დასახლების შექმნას გეგმავს. შუქრუთის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა და მათ საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების მიზნით ახალი დასახლების შექმნის პროექტი წარუდგინეს. საწყის ეტაპზე დაგეგმილია ადგილის შერჩევა და არქიტექტურული კონცეფციის შემუშავება.
პროექტის განხორციელების პროცესში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მოსახლეობასთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის, სამხარეო ადმინისტრაციისა და შესაბამისი ცენტრალური უწყებების წარმომადგენლები ჩაერთვებიან.
კომპანიის ინფორმაციით, პროექტის დაგეგმვისა და დაფინანსების პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება. მომდევნო კვირიდან, პროექტში ჩართვის მსურველ მოსახლეობასთან ერთად, სამუშაო ჯგუფის ფორმირება და კონკრეტულ ეტაპებზე მუშაობა დაიწყება. გათვალისწინებული იქნება თითოეული ოჯახის მოსაზრება.
„მოსახლეობას დეტალურად განვუმარტე ის კონკრეტული მექანიზმები, რომელთა გამოყენებაც საკითხის გადასაჭრელად იგეგმება. დღეს შეგნებულად არავისთვის გვითხოვია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. მთავარია, ხალხმა ეს ინფორმაცია მოისმინოს და თავად მიიღონ გადაწყვეტილება, მისაღებია თუ არა ეს გზა და სურთ თუ არა პროცესში ჩართვა. უკვე მომდევნო კვირიდან იმ მცხოვრებლებთან ერთად, რომლებიც ჩათვლიან, რომ ეს სწორი მიმართულებაა, სამუშაო ჯგუფს ჩამოვაყალიბებთ და პროექტის განხორციელებას დავიწყებთ“, - განაცხადა Chiatura Management Company-ის ხელმძღვანელმა, მიხაილ სოცკიმ.
იმედი
წყარო: imedinews.ge