მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით, შემოსავლების სამსახურში 196 ვაკანსია ცხადდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით, შემოსავლების სამსახურში 196 ვაკანსია ცხადდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით, შემოსავლების სამსახურში 196 ვაკანსია ცხადდება

იმედი|imedinews.ge

„საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის №177 დადგენილების შესაბამისად, მოტივირებული ადამიანური რესურსის მოზიდვის მიზნით, უწყების სტრუქტურულ ერთეულებში (საბაჟო დეპარტამენტი, აუდიტის დეპარტამენტი, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი, ვალის მართვის დეპარტამენტი, მომსახურების დეპარტამენტი, ანალიტიკური დეპარტამენტი, იურიდიული დეპარტამენტი, დავების დეპარტამენტი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტი), მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 196 ვაკანსია ცხადდება.

საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებად ვებ-გვერდზე vacancy.hr.gov.ge წარდგენის ვადად განსაზღვრულია 2026 წლის 1 სექტემბრიდან 2026 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი. სტაჟირების ხანგრძლივობა 3 თვეს შეადგენს და სწავლება პირველი ოქტომბრიდან დაიწყება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ბაკალავრიატის ბოლო კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტს, ასევე კურსდამთავრებულს, რომელმაც 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დაასრულა ბაკალავრიატი ან მაგისტრატურა.

შერჩევის აუცილებელ კრიტერიუმად განსაზღვრულია სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრება (GPA 2.7-4.0 ხოლო ქულათა სისტემის მაჩვენებელი - 71-100 ქულათა). თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება უმაღლესი მოსწრების კანდიდატს.

აქვე გაცნობებთ, რომ სტაჟირების კანდიდატს - არ ევალება ცნობის ან ქულათა მაჩვენებლის გამოთხოვა და ატვირთვა, მან უნდა მიუთითოს მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება, პროფესია და მისი GPA ან ქულათა მაჩვენებელი. აღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვას განახორციელებს შემოსავლების სამსახური აპლიკანტის მიერ, მითითებული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან. მხოლოდ უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში, მოუწევს აპლიკანტს ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ასლის ატვირთვა. მსურველმა, ასევე უნდა ატვირთოს პირადობის მოწმობის ასლი და შეავსოს სამოტივაციო წერილი. ამასთან, მნიშვნელოვანი გარემოებაა, ის რომ დავებისა და იურიდიულ დეპარტამენტებში განაწილებისთვის აუცილებელი მოთხოვნაა იურიდიული განათლება (სამართალმცოდნეობის მიმართულება), აუდიტის დეპარტამენტში - ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი, სოციალური მეცნიერებები (ეკონომიკა), ხოლო ანალიტიკურ დეპარტამენტში მოხვდებიან რაოდენობრივი ანალიზის სპეციალობის მქონე სტუდენტები (ცოდნა - სტატისტიკისა და მათემატიკის მიმართულებით).

შესარჩევი კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება - საბუთების გადარჩევა და საკონკურსო კომისიის წევრებთან გასაუბრება. აღსანიშნავია, რომ სტაჟიორად მიღების შემდეგ, სასწავლო პროცესთან სტაჟირების შეთავსების მიზნით, სტუდენტს შესაძლებლობა ექნება სპეციალური დასწრების გრაფიკით ისარგებლოს.

შემოსავლების სამსახური ყველა სტაჟირების მსურველს წარმატებას უსურვებს კარიერულ წინსვლასა და პროფესიული უნარების განვითარებაში.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 188 სტატია.

  • უკრაინის თავდაცვის ახალ მინისტრად ევგენი ხმარა დაინიშნაBM.GE
  • აქციები კიევში ზელენსკის წინააღმდეგ - უკრაინელები თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მიხაილო ფედოროვის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვენრუსთავი 2
  • იაპონიის პრემიერ-მინისტრმა პუტინის ვიზიტი სადავო იტურუპზე მკაცრად გააპროტესტაფორმულა
  • 29 მილიონიანი ტენდერი ყოფილი მინისტრის დაფუძნებლ კომპანიას? - რა ეჭვებს აჩენს ტენდერის ქრონოლოგიატვ პირველი
მინისტრის →

მსგავსი სტატიები

მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში კონცერტი გაიმართა

მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში კონცერტი გაიმართა

იმედი

Chiatura Management Company ჭიათურაში ახალი დასახლების შექმნას გეგმავს

Chiatura Management Company ჭიათურაში ახალი დასახლების შექმნას გეგმავს

იმედი

ირაკლი ქადაგიშვილი უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ების განცხადებაზე: ეს განცხადება არის რეფლექსია იმასთან დაკავშირებით, რომ მუდმივად, ყველა მნიშვნელოვან სიტუაციაში თავიანთი ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია უნდათ დააფიქსირონ

ირაკლი ქადაგიშვილი უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ების განცხადებაზე: ეს განცხადება არის რეფლექსია იმასთან დაკავშირებით, რომ მუდმივად, ყველა მნიშვნელოვან სიტუაციაში თავიანთი ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია უნდათ დააფიქსირონ

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი: რომ ავალებ, ის ხომ უნდა შეისწავლო, ამ ხალხის ნათქვამს ქართულ საზოგადოებაზე რაიმე გავლენა აქვს თუ არა?! არავითარი სამოქალაქო საზოგადოება არ არის. ეს არის ჩვეულებრივი, უცხოური გავლენის აგენტები

თენგიზ შარმანაშვილი: რომ ავალებ, ის ხომ უნდა შეისწავლო, ამ ხალხის ნათქვამს ქართულ საზოგადოებაზე რაიმე გავლენა აქვს თუ არა?! არავითარი სამოქალაქო საზოგადოება არ არის. ეს არის ჩვეულებრივი, უცხოური გავლენის აგენტები

იმედი