
ირაკლი ქადაგიშვილი უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ების განცხადებაზე: ეს განცხადება არის რეფლექსია იმასთან დაკავშირებით, რომ მუდმივად, ყველა მნიშვნელოვან სიტუაციაში თავიანთი ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია უნდათ დააფიქსირონ
ეს განცხადება არის რეფლექსია იმასთან დაკავშირებით, რომ მუდმივად, ყველა მნიშვნელოვან სიტუაციაში თავიანთი ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია უნდათ დააფიქსირონ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
დეპუტატი სამოქალაქო საზოგადოების ნაწილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.
„ამ განცხადებაში ყველაზე ცინიკური გახლავთ ის, რომ ისინი იყენებენ თავიანთი თავის მიმართ სიტყვა „პატრიოტებს“. სააკაშვილის რეჟიმის დროს ეს „ენჯეოები“ იყვნენ გაჩუმებულები და მათგან რაიმე სერიოზული კრიტიკა, ან დემარში იმ რეჟიმის წინააღმდეგ არ გვინახავს, რადგან ისინი ერთ საქმეს ემსახურებოდნენ - ახალი ინჟინერიით, „ახალი ქართველის“ გამოყვანას. ეს განცხადება არის რეფლექსია იმასთან დაკავშირებით, რომ მუდმივად, ყველა მნიშვნელოვან სიტუაციაში თავიანთი ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია უნდათ დააფიქსირონ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
გიგაური, ხიდაშელი, მშვენიერაძე და სხვა, უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები განცხადებას ავრცელებენ, საკუთარ თავს „საქართველოს პატრიოტებს" უწოდებენ და ხელისუფლების რიტორიკას აკრიტიკებენ.
იმედი
წყარო: imedinews.ge