მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჭიათურაში უმოქმედო ისტორიული მაღაროს ტერიტორიაზე მრავალფუნქციური მუზეუმის პროექტის შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდა
ჭიათურაში უმოქმედო ისტორიული მაღაროს ტერიტორიაზე მრავალფუნქციური მუზეუმის პროექტის შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდა

ჭიათურაში უმოქმედო ისტორიული მაღაროს ტერიტორიაზე მრავალფუნქციური მუზეუმის პროექტის შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდა

იმედი|imedinews.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა ქალაქ ჭიათურაში, წერეთლის სახელობის ისტორიული მაღაროს ტერიტორიაზე, ინოვაციური მულტიფუნქციური მუზეუმ-მაღაროს მშენებლობის პროექტირებისთვის. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

პროექტის მიხედვით, ჭიათურაში, 1960-იანი წლებიდან უმოქმედო მაღაროს ნაცვლად უნდა მოეწყოს თანამედროვე სამუზეუმო კომპლექსი, რომელიც რეგიონში ინდუსტრიული ტურიზმის განვითარების ახალი ცენტრი გახდება.

კონცეფციის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არსებული მიწისქვეშა გვირაბების უსაფრთხო ადაპტაციას, სადაც ვიზიტორებისთვის მადნის მოპოვების პროცესის რეალისტური იმიტაცია და ინტერაქტიული სამუზეუმო მარშრუტი მოეწყობა.

პროექტი უნდა მოიცავდეს მიწისზედა საგამოფენო და მისაღებ სივრცეებს, საინფორმაციო ცენტრს, კვების ობიექტს და სუვენირების მაღაზიას, ვიზიტორთა ეკიპირების ზონას, ასევე, დაახლოებით 100 მაყურებელზე გათვლილ საგანმანათლებლო ამფითეატრს და სათავგადასავლო-რეკრეაციული სივრცეს.

მუზეუმში ინტეგრირებული უნდა იყოს თანამედროვე მულტიმედიური ტექნოლოგიები, მათ შორის ჰოლოგრამები, 3D ვიზუალიზაცია, რაც ვიზიტორებს ინდუსტრიული მემკვიდრეობის გაცნობის სრულად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს.

პროექტირების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ენერგოეფექტურობასა და საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას.

ისტორიული მაღაროს მრავალფუნქციური მუზეუმის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ჭიათურის ინდუსტრიული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას, რეგიონში ტურისტული და საგანმანათლებლო პოტენციალის გაძლიერებას და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

იმედი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი