მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჩინეთს ერთ კვირაში უკვე მეორე ტაიფუნი დაატყდა თავს
ჩინეთს ერთ კვირაში უკვე მეორე ტაიფუნი დაატყდა თავს

ჩინეთს ერთ კვირაში უკვე მეორე ტაიფუნი დაატყდა თავს

იმედი|imedinews.ge

ჩინეთს ძლიერი ტაიფუნი დაატყდა თავს - უკვე მეორეა ბოლო კვირის განმავლობაში. სტიქიის ზონიდან თითქმის 2 მილიონი ადამიანიa ევაკუირებული.

ტაიფუნმა „ბავიმ“, რომლის დიამეტრი ყველაზე განიერ წერტილში 1000 კილომეტრს აღწევს, პირველად შაბათს საღამოს სანაპირო ქალაქ ტაიჟოუს დაარტყა, ხოლო შუაღამისას ხმელეთზე მეორედ - ვენჟოუში შეიჭრა.

მანამდე ტაიფუნმა იაპონიის მოწყვეტილ კუნძულთა ჯაჭვი დააზარალა, შემდეგ კი ტაივანის ჩრდილოეთ ნაწილს ჩაუარა და იქ ძლიერი წვიმა გამოიწვია. კიდევ უფრო ადრე, ამავე შტორმით გამოწვეულმა მეწყრებმა ფილიპინებში, სულ მცირე 17 ადამიანი იმსხვერპლა.

მიუხედავად იმისა, რომ ტაიფუნი შესუსტდა და ძლიერ ტროპიკულ შტორმად იქცა, ის მაინც სახიფათოა მის ღრუბლებში არსებული ნალექის უზარმაზარი მასის გამო. მოსალოდნელია, რომ ჩრდილო-დასავლეთით გადაადგილებასთან ერთად, შტორმის ინტენსივობა თანდათან იკლებს.

პროგნოზის მიხედვით, კვირას „ბავი“ განსაკუთრებით ძლიერ წვიმას მოიტანს ჟეცზიანის აღმოსავლეთ და ფუძიანის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციებში. ჩინეთის ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ ევაკუაცია „მთლიანად პრევენციული ხასიათისაა და მიზნად მოვლენების ყველაზე ცუდი სცენარით განვითარების თავიდან აცილებას ისახავს“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თავს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 35 სტატია.

  • ტამბოვის ოლქში Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრს დრონებით დაესხნენ თავსფორმულა
  • "ბრალის დადგენილებას ხელიც არ მოაწერა" - ღარიბაშვილის თავს "პოლიტიკურ პატიმრად" მიიჩნევს და სამართლებრივ ბრძოლას აანონსებსტვ პირველი
  • შავ ზღვაში თავს დაესხნენ გემს, რომელსაც რუსული ნავთობი გადაჰქონდა - BloombergBM.GE
  • აფხაზეთში რუს ქალს თავს დაესხნენ – ეჭვმიტანილი დააკავესნეტგაზეთი
თავს →

მსგავსი სტატიები

თურქეთში ლეოპარდზე ამხედრებული ადამიანის 11 000 წლის ქანდაკება იპოვეს

თურქეთში ლეოპარდზე ამხედრებული ადამიანის 11 000 წლის ქანდაკება იპოვეს

იმედი

განათლების მკვლევარი შალვა ტაბატაძე მისაღები გამოცდების შედეგების შესახებ ატეხილ აჟიოტაჟზე ვრცელ ანალიზს აქვეყნებს

განათლების მკვლევარი შალვა ტაბატაძე მისაღები გამოცდების შედეგების შესახებ ატეხილ აჟიოტაჟზე ვრცელ ანალიზს აქვეყნებს

იმედი

ზელენსკიმ მასკი უკრაინის “თავისუფლების ორდენით“ დააჯილდოვა

ზელენსკიმ მასკი უკრაინის “თავისუფლების ორდენით“ დააჯილდოვა

იმედი

სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად გენადი კერძევაძე დაინიშნა

სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად გენადი კერძევაძე დაინიშნა

იმედი