
ჩინურმა რობოტებმა უსეინ ბოლტის რეკორდი მოხსნეს
პეკინში, ჰუმანოიდური რობოტების მსოფლიო თამაშებზე, ჩინურმა ჰუმანოიდმა რობოტმა საკვალიფიკაციო რბენაში 100-მეტრიანი დისტანცია 9,39 წამში გაირბინა. ამით მან კაცთა შორის მსოფლიო რეკორდი (9, 58 წამი) გააუმჯობესა, რომელიც გამოჩენილ იამაიკელ სპრინტერს, უსეინ ბოლტს ეკუთვნის.
პეკინის ჰუმანოიდური რობოტების ინოვაციური ცენტრის მიერ შექმნილმა Tiangong Ultra-მ რბენაში გაიმარჯვა. რობოტმა ფინიშთან ახლოს გადაუსწრო სმარტფონების მწარმოებლის, Honor-ის რობოტ Lightning-ს, თუმცა რბენის დასაწყისში ჩამორჩებოდა. Lightning-მა ფინიშის ხაზი 9,47 წამში გადაკვეთა, რაც ასევე ბოლტის რეკორდზე ნაკლებია.
Reuters-ი წერს, რომ ეს შედეგები შარშანდელ ჩემპიონატთან შედარებით წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან 2025 წელს Tiangong Ultra-ს 100-მეტრიანი დისტანციის დასაფარად 21, 50 წამი დასჭირდა.
ჩინეთი ჰუმანოიდური რობოტები სტრატეგიულად განვითარებად დარგად მიაჩნიათ. პოლიტიკოსები და კომპანიები ფსონს დებენ იმაზე, რომ ხელოვნური ინტელექტისა და აპარატული უზრუნველყოფის სფეროში მიღწეული პროგრესი წარმოებაში, ლოგისტიკასა და სამომხმარებლო სფეროებში მათ გამოყენებას დააჩქარებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge