
გურამ მაჭარაშვილი: ბატონმა საყვარელიძემ ფაქტობრივად, აღიარა ყველა ის ბრალდება, რასაც ჩვენ წლებია, ვსაუბრობთ „ნაცმოძრაობისა“ და მათი ლიდერების მიმართ, აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომ არ ჰქონდათ გეგმა, რომ დაემორჩილნენ იმ პროვოკაციას, რომელიც რუსეთის მხრიდან წამოვიდა
ბატონმა საყვარელიძემ ფაქტობრივად, აღიარა ყველა ის ბრალდება, რასაც ჩვენ წლებია, ვსაუბრობთ „ნაცმოძრაობისა“ და მათი ლიდერების მიმართ, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომ არ ჰქონდათ გეგმა, რომ დაემორჩილნენ იმ პროვოკაციას, რომელიც რუსეთის მხრიდან წამოვიდა და ამ დროს საუბრობდნენ, რომ თურმე, მათ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჰქონდათ, - განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა დავით საყვარელიძის განცხადების შეფასებისას.
დეპუტატის თქმით, მათ საქართველოს ბედი არ ადარდებდათ.
„ამ დროს ტელევიზიებით სხვა რამეს აცხადებდნენ. მეორე თუ მესამე დღეს აზეიმეს რუსთაველზე გამარჯვება სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ და ეს ყველაფერი ფაქტობრივად, დაადასტურა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა საყვარელიძემ“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
როგორ გადაურჩა საქართველო უდიდეს საფრთხეს 2008 წლის აგვისტოში - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილმა მაღალჩინოსანმა აღიარა, რომ ქვეყანა სახელმწიფოებრიობის დაკარგვიდან ნახევარ ნაბიჯში იდგა, ქართული მხარე კი მოუმზადებელი იყო. დავით საყვარელიძის განცხადებით, რუსეთი ქაოსურად მოქმედებდა და ქვეყნის დაპყრობის გეგმა ბოლომდე დამუშავებული არ იყო.
იმედი
წყარო: imedinews.ge