მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჭოუ ციენი: ჩვენ მოხარული ვართ, რომ მალე შანხაი-თბილისის პირდაპირი რეისები განხორციელდება. ეს მარშრუტი არა მხოლოდ სამგზავრო მომსახურებას უზრუნველყოფს, არამედ აქტიურად განავითარებს სატვირთო მომსახურებასაც.
ჭოუ ციენი: ჩვენ მოხარული ვართ, რომ მალე შანხაი-თბილისის პირდაპირი რეისები განხორციელდება. ეს მარშრუტი არა მხოლოდ სამგზავრო მომსახურებას უზრუნველყოფს, არამედ აქტიურად განავითარებს სატვირთო მომსახურებასაც.

ჭოუ ციენი: ჩვენ მოხარული ვართ, რომ მალე შანხაი-თბილისის პირდაპირი რეისები განხორციელდება. ეს მარშრუტი არა მხოლოდ სამგზავრო მომსახურებას უზრუნველყოფს, არამედ აქტიურად განავითარებს სატვირთო მომსახურებასაც.

იმედი|imedinews.ge

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჭოუ ციენმა „დღის ქრონიკისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოსა და ჩინეთის სატრანსპორტო კავშირებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შანხაი-თბილისის რეისები, რომლებიც მალე განხორციელდება, არა მხოლოდ სამგზავრო მომსახურებას უზრუნველყოფს, არამედ აქტიურად განავითარებს სატვირთო მომსახურებასაც.

„პირდაპირი რეისები „საჰაერო ხიდების“ როლს ასრულებს, გეოგრაფიულ მანძილს დროის ეფექტურობად გარდაქმნის და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისთვის ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ მალე შანხაი-თბილისის პირდაპირი რეისები განხორციელდება. ეს მარშრუტი არა მხოლოდ სამგზავრო მომსახურებას უზრუნველყოფს, არამედ აქტიურად განავითარებს სატვირთო მომსახურებასაც.

შანხაი ჩინეთის მჭიდროდ დასახლებულ და ეკონომიკურად განვითარებულ აღმოსავლეთ რეგიონში მდებარეობს, იგი მშპ-ს მიხედვით ჩინეთის ქალაქებს შორის მუდმივად პირველ ადგილზეა და საერთაშორისო ფინანსურ და სავაჭრო ცენტრს წარმოადგენს. შანხაი ასევე ჩინეთის საგამოფენო დედაქალაქია, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს მრავალ მაღალი დონის საერთაშორისო გამოფენას, რომლებიც ბევრ ძირითად სამრეწველო სფეროს მოიცავენ. ამ გამოფენებს შორისაა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ექსპოც (CIIE), რომელშიც საქართველო აქტიურად მონაწილეობს.

შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის გახსნით, საქართველოს სულ უფრო მეტი ჩინელი ტურისტი ეწვევა, ხოლო ჩინეთის ყველაზე განვითარებული რეგიონებიდან, როგორიცაა იანძის დელტა და ჭუძიანგის დელტა, მეტი ბიზნესმენი ჩამოვა საქართველოში ბაზრის შესასწავლად და პოტენციური თანამშრომლობის განსახილველად. საქართველოში ჩინელი მოგზაურების კომფორტის გასაუმჯობესებლად, რეკომენდებულია, რომ შესაბამისი ქართული უწყებები გაეცნონ სხვა ქვეყნებში არსებულ პრაქტიკას და გაზარდონ ჩინურენოვანი ნიშნები და ხმოვანი შეტყობინებები აეროპორტებში.

გარდა ამისა, ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობა გეგმავს არსებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებას და ასევე ახალი დიდი საერთაშორისო აეროპორტის აშენებას. ვიმედოვნებთ, რომ ეს გეგმები მალე განხორციელდება, რაც უფრო მყარ საფუძველს ჩაუყრის საქართველოს საავიაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და რეგიონულ საავიაციო ცენტრად ჩამოყალიბებას. ჩინეთი მზადაა, აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ინფრასტრუქტურის მშენებლობის მხრივ თანამშრომლობაში", - განაცხადა ელჩმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 177 სტატია.

  • თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს - მოტყუებით დაეუფლა 28 000-მდე ლარსფორმულა
  • Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი - ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზეBM.GE
  • თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლანეტგაზეთი
  • ორი ათეული წლის შემდეგ თბილისში ტრამვაი დაბრუნდება - იდეა უკვე ხელშეკრულებად და კონკრეტულ სამშენებლო პროექტად იქცარუსთავი 2
თბილისში →

მსგავსი სტატიები

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

იმედი

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

იმედი

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი