მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „ჩვენ 100 პროცენტით უკრაინის გვერდით ვდგავართ “ - ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოს ეწვია
„ჩვენ 100 პროცენტით უკრაინის გვერდით ვდგავართ “ - ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოს ეწვია

„ჩვენ 100 პროცენტით უკრაინის გვერდით ვდგავართ “ - ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოს ეწვია

იმედი|imedinews.ge

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა გამართა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მეთაურმა უკრაინის პრეზიდენტს პორტსმუთის საზღვაო ბაზაზე უმასპინძლა, სადაც ბრიტანეთის ხელმძღვანელობით უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა სწავლება მიმდინარეობს.

ლიდერებმა უკრაინის თავდაცვის საკითხი განიხილეს.

„ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ 100 პროცენტით. პირადად მე თქვენ გვერდით ვარ, ბატონო პრეზიდენტო და სრულად დავიცავ თითოეულ ვალდებულებას, რომელიც ამ ქვეყანამ უკრაინის მიმართ აიღო. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს დახმარებას ბრძოლაში, რომ დაიცვათ თქვენი ერი. ჩვენ მხარს დაგიჭერთ სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაში. უკრაინამ უკვე შეცვალა ამ ომის მსვლელობა, თქვენს სასარგებლოდ ატრიალებთ ვითარებას რუსეთთან მიმართებით. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას, ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად და მოლაპარაკებების განახლებისთვის, სადაც მაგიდასთან წარმოდგენილი უნდა იყოს უკრაინა და ევროპას უნდა ჰქონდეს ძლიერი ხმა. თქვენ შეგიძლიათ, ჩვენი იმედი გქონდეთ“, - განაცხადა ბერნემმა.

„უკრაინისთვის მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლის დასაცავად საკმარისი შესაძლებლობები ჰქონდეს როგორც ცაში, ისე ზღვაში. მადლობელი ვარ გაერთიანებული სამეფოს დღევანდელი გადაწყვეტილებისთვის, უკრაინას რადიოელექტრონული ომის ტექნოლოგიები მიაწოდოს. ჩვენ კიდევ უფრო მეტის მიღწევა შეგვიძლია დრონებისა და სხვა ტექნოლოგიების სფეროში“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 262 სტატია.

  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაფორმულა
  • უკრაინამ სარატოვში Rosneft-ის ქარხანა და Ozon-ის საწყობი დრონებით დაბომბაBM.GE
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნატვ პირველი
უკრაინის →ზელენსკის →

მსგავსი სტატიები

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

იმედი

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი