მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. CNN: ანგარიშის თანახმად, ირანის ომის გამო ლიბანში 1.2 მილიონი ადამიანი მწვავე შიმშილის წინაშე აღმოჩნდება
CNN: ანგარიშის თანახმად, ირანის ომის გამო ლიბანში 1.2 მილიონი ადამიანი მწვავე შიმშილის წინაშე აღმოჩნდება

CNN: ანგარიშის თანახმად, ირანის ომის გამო ლიბანში 1.2 მილიონი ადამიანი მწვავე შიმშილის წინაშე აღმოჩნდება

იმედი|imedinews.ge

ლიბანში 1.24 მილიონი ადამიანი - ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მეოთხედი - სავარაუდოდ, ირანის ომით გამოწვეული მწვავე შიმშილის წინაშე აღმოჩნდება. ამის შესახებ ნათქვამია გაეროს მიერ მხარდაჭერილ ანგარიშში, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, მსოფლიო სასურსათო პროგრამისა და ლიბანის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი კვლევის თანახმად, აღნიშნული მონაცემები სასურსათო უსაფრთხოების სწრაფ გაუარესებაზე მიუთითებს, რაც გამოწვეულია „კონფლიქტით, მოსახლეობის იძულებითი გადაადგილებითა და ეკონომიკური ზეწოლით“.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ლიბანში სასურსათო უსაფრთხოების მდგომარეობა კვლავ ძალზე მგრძნობიარეა სხვადასხვა შოკების მიმართ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჰუმანიტარული დახმარების, ან ეკონომიკური და უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესების გარეშე, მომავალ თვეებში სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება.

ანგარიში ქვეყნდება იმ ფონზე, როდესაც ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, ლიბანზე ისრაელის დარტყმები გრძელდება. ლიბანის ხელისუფლებისა და სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, სამშაბათს სამხრეთ ლიბანში რვა ადამიანი დაიღუპა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2 მარტის შემდეგ ლიბანში სულ მცირე 2,521 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7,800-ზე მეტი დაშავდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 229 სტატია.

  • ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის არმიამ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანარუსთავი 2
  • საუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ოფიციალურად ჩაერთოBM.GE
  • აშშ-ირანის კონფლიქტი კვლავ გამწვავდა, CENTCOM მძლავრ იერიშზე საუბრობსფორმულა
  • აშშ-ის არმიამ ირანზე მძლავრი საჰაერო დარტყმები განახორციელატვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი