მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. CNN: აშშ-ის ოფიციალური პირები, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო, ნავთობსა და საწვავზე ფასების მატებას პროგნოზირებენ
CNN: აშშ-ის ოფიციალური პირები, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო, ნავთობსა და საწვავზე ფასების მატებას პროგნოზირებენ

CNN: აშშ-ის ოფიციალური პირები, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო, ნავთობსა და საწვავზე ფასების მატებას პროგნოზირებენ

იმედი|imedinews.ge

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტე „ღიად“ გამოაცხადა, მეორე დღესვე მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ნავთობსა და საწვავზე ფასების პროგნოზი გაზარდეს, რადგან არსებული შეზღუდვები ამ კრიტიკულ საზღვაო არტერიაში ენერგორესურსების მოძრაობას აფერხებს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

ენერგეტიკის დეპარტამენტის საპროგნოზო ორგანოს - ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის (EIA) - ახალი მოლოდინით, ჰორმუზის სრუტის გავლით ენერგორესურსების ტრანზიტი აგვისტოს ბოლომდე შეზღუდული დარჩება.

სამშაბათს EIA-მ ნავთობის გლობალური ეტალონის, Brent-ის 2026 წლის პროგნოზი ბარელზე საშუალოდ 87 დოლარამდე გაზარდა. ეს მაჩვენებელი აღემატება ერთი თვის წინანდელ 82-დოლარიან პროგნოზს და მიმდინარე ნიშნულებთან ახლოსაა.

ოფიციალური პირების ახალი მოლოდინით, წელს ბენზინის საცალო ფასი გალონზე საშუალოდ 3.78 დოლარს მიაღწევს, რაც აღემატება წინა პროგნოზს - 3.64 დოლარს. ომის დაწყებამდე ბენზინის ფასი ქვეყნის მასშტაბით გალონზე 2.98 დოლარს შეადგენდა.

ექსპერტებმა ასევე გაზარდეს 2027 წლის ნავთობისა და ბენზინის ფასების პროგნოზებიც.

EIA-მ მიზეზად „ჰორმუზის სრუტის გავლით ტრანზიტზე არსებული შეზღუდვები“ დაასახელა და დასძინა, რომ ეს პროგნოზი „ეყრდნობა დაშვებას, რომ აღნიშნული შეზღუდვები აგვისტოს ბოლომდე შენარჩუნდება“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აფხაზეთის ომის ვეტერანი ზურაბ შამუგია: უდისციპლინო ხალხისგან 413 დღე ომი გინახავთ? 413 დღე ვიცავდით ჩვენ კბილებით, ხელებით და ჩვენი დისციპლინით აფხაზეთს, საქართველოს

აფხაზეთის ომის ვეტერანი ზურაბ შამუგია: უდისციპლინო ხალხისგან 413 დღე ომი გინახავთ? 413 დღე ვიცავდით ჩვენ კბილებით, ხელებით და ჩვენი დისციპლინით აფხაზეთს, საქართველოს

იმედი

ზელენსკი: დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიში ადასტურებს, რომ კრემლი დამატებითი მობილიზაციისთვის ემზადება

ზელენსკი: დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიში ადასტურებს, რომ კრემლი დამატებითი მობილიზაციისთვის ემზადება

იმედი

ხვალ ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი ტიტულის მოგების შანსი მიეცემა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხვალ ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი ტიტულის მოგების შანსი მიეცემა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

დადიანების სასახლის საერთაშორისო აღიარება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დადიანების სასახლის საერთაშორისო აღიარება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი