
დადიანების სასახლის საერთაშორისო აღიარება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
იმედი|imedinews.ge
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს „მოგზაურთა საერთაშორისო ჯილდო“ მიენიჭა და საქართველოს საუკეთესო ისტორიულ და კულტურულ მუზეუმად დასახელდა. პრესტიჟული საერთაშორისო დაჯილდოების პროგრამა ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებსა და ბრენდებს აერთიანებს.
გასულ წელს ამავე დაჯილდოების გამარჯვებული ხელოვნების სასახლე, კულტურის ისტორიის მუზეუმი გახდა. დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს საერთაშორისო ჯილდო 14 ნოემბერს დუბაიში, ოფიციალურ გალა-ცერემონიაზე გადაეცემა.
ვრცლად იხილეთ სალომე შანშიაშვილის სიუჟეტში.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge