მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. CNN: აშშ-ის ოფიციალურმა პირმა უარყო ისრაელის განცხადება იმის შესახებ, რომ ამერიკულმა მხარემ ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული ბალისტიკური რაკეტები გაანეიტრალა
CNN: აშშ-ის ოფიციალურმა პირმა უარყო ისრაელის განცხადება იმის შესახებ, რომ ამერიკულმა მხარემ ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული ბალისტიკური რაკეტები გაანეიტრალა

CNN: აშშ-ის ოფიციალურმა პირმა უარყო ისრაელის განცხადება იმის შესახებ, რომ ამერიკულმა მხარემ ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული ბალისტიკური რაკეტები გაანეიტრალა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის ოფიციალურმა პირმა უარყო ისრაელის განცხადება იმის შესახებ, რომ ამერიკულმა მხარემ ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული ბალისტიკური რაკეტები გაანეიტრალა.

ტელეკომპანია CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სამხედროებს გასულ ღამეს ირანული რაკეტები არ ჩამოუგდიათ.

„ეს ფაქტი მნიშვნელოვანი ცვლილებაა ირანთან კონფლიქტის წინა ტალღებთან შედარებით, როდესაც ამერიკულმა მხარემ საკუთარი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მნიშვნელოვანი რესურსი დახარჯა ისრაელის დასაცავად“, - წერს CNN-ი.

ვაშინგტონის ეს განცხადება პირდაპირ ეწინააღმდეგება ორშაბათს დილით ისრაელის სამხედრო მაღალჩინოსნის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, აშშ-მა მხარი დაუჭირა ისრაელის საჰაერო თავდაცვის ძალებს და რამდენიმე ირანული რაკეტაც გაანადგურა.

ამავდროულად, წყარომ CNN-ს დაუდასტურა, რომ გასულ ღამეს ისრაელსა და აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას შორის აქტიური კოორდინაცია მიმდინარეობდა. მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ეიალ ზამირი ორჯერ ესაუბრა CENTCOM-ის მეთაურს, ადმირალ ბრედ კუპერს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 145 სტატია.

  • „ამერიკის დიდებისთვის!“ - ირანის ელჩი საქართველოს მიერ ირანული ავიაკომპანიებისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურებაBM.GE
  • ირანმა უცხოური გემებისთვის ჰორმუზის სრუტეში 10%-იანი გადასახადი დროებით შეაჩერაფორმულა
  • "ირანს შეუძლია თავს დაესხას ამერიკულ ნავთობობიექტებს" - ღალიბაფი ჰეგსეთის განცხადებას პასუხობსრუსთავი 2
  • ირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სიკვდილით დასაჯესტვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი