მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. CNN: ირანი აჩვენებს, რომ მას ძალუძს გაუძლოს აშშ-ის იერიშებს და საპასუხოდ მომაკვდინებელი დარტყმები მიაყენოს
CNN: ირანი აჩვენებს, რომ მას ძალუძს გაუძლოს აშშ-ის იერიშებს და საპასუხოდ მომაკვდინებელი დარტყმები მიაყენოს

CNN: ირანი აჩვენებს, რომ მას ძალუძს გაუძლოს აშშ-ის იერიშებს და საპასუხოდ მომაკვდინებელი დარტყმები მიაყენოს

იმედი|imedinews.ge

იმის ფონზე, როდესაც აშშ-სა და ირანს შორის საჰაერო და სარაკეტო იერიშების გაცვლა უკვე მეცხრე ღამეა გრძელდება, თეირანი ამტკიცებს, რომ მას ძალუძს გაუძლოს ვაშინგტონის სამხედრო ძალას და საპასუხოდ ისეთივე მომაკვდინებელი პასუხი გასცეს, როგორიც აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ომის საწყისი დღეების მერე აღარ უნახავთ, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

ირანის სარაკეტო და დრონებით იერიშებმა აშშ-ის ძალებზე იორდანიასა და ერაყში სამი ამერიკელი სამხედრო იმსხვერპლა, ერთი დაკარგულად ითვლება, ხოლო მრავალი სხვა დაჭრილია.

პენტაგონი არ ასაჯაროვებს თავისი ტექნიკის დანაკარგებს, თუმცა თეირანი აცხადებს, რომ მის მიერ მიტანილი მრავალდღიანი იერიშების შედეგად აშშ-ის მრავალი „ბლექ ჰოუკის“ ტიპის ვერტმფრენი განადგურდა, ხოლო საბაზო ინფრასტრუქტურა, როგორიცაა თვითმფრინავების ანგარები, მძიმედ დაზიანდა.

იმ დროს, როდესაც აშშ ირანულ ინფრასტრუქტურას, მაგალითად, ხიდებს, პორტებსა და ელექტროსადგურებს უტევს, სპარსეთის ყურის ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ქუვეითი და ბაჰრეინი, სადაც აშშ სამხედრო ბაზებს ინარჩუნებს, ხედავენ, თუ როგორ აზიანებს ირანული დრონები და რაკეტები მათ საკუთარ ინფრასტრუქტურას.

ირანი არ აჩვენებს ნიშნებს იმისა, რომ აშშ-მა მისი შესაძლებლობები ისე შეასუსტა, რომ განახლებული ბრძოლების დასასრული სადმე ჩანდეს.

ახლა კი ირანმა აჩვენა, რომ აშშ-ის ჯარები რეგიონის მასშტაბით ზუსტად იმავე საფრთხეების წინაშე დგანან და ამას საბედისწერო შედეგები მოჰყვა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოში, ნორვეგიის მეფის ჰარალდ V-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

თორნიკე ჭეიშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: როგორც სჩვევიათ პოლიტიკურ სვავებს, ისინი ამ შემთხვევაშიც შეეცადნენ ტრაგედია გამოეყენებინათ იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი შეექმნათ

თორნიკე ჭეიშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: როგორც სჩვევიათ პოლიტიკურ სვავებს, ისინი ამ შემთხვევაშიც შეეცადნენ ტრაგედია გამოეყენებინათ იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი შეექმნათ

იმედი

გიორგი ვოლსკი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: ცდილობენ ისტერიული ფონი შექმნან, რომ რევოლუციურ სცენარში გარკვეული განვითარება მიიღოს ხელისუფლების დისკრედიტაციის ამ ბინძურმა კამპანიამ

გიორგი ვოლსკი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: ცდილობენ ისტერიული ფონი შექმნან, რომ რევოლუციურ სცენარში გარკვეული განვითარება მიიღოს ხელისუფლების დისკრედიტაციის ამ ბინძურმა კამპანიამ

იმედი

დადასტურდა, რომ ოპოზიციონერებმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე არაფერი იციან და მთავარი წყარო მათთვის ირაკლი ღარიბაშვილია

დადასტურდა, რომ ოპოზიციონერებმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე არაფერი იციან და მთავარი წყარო მათთვის ირაკლი ღარიბაშვილია

იმედი