მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დადასტურდა, რომ ოპოზიციონერებმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე არაფერი იციან და მთავარი წყარო მათთვის ირაკლი ღარიბაშვილია
დადასტურდა, რომ ოპოზიციონერებმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე არაფერი იციან და მთავარი წყარო მათთვის ირაკლი ღარიბაშვილია

დადასტურდა, რომ ოპოზიციონერებმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე არაფერი იციან და მთავარი წყარო მათთვის ირაკლი ღარიბაშვილია

იმედი|imedinews.ge

დადასტურდა, რომ არავის აქვს ინფორმაცია, რომელიც დადასტურებულ თვითმკვლელობას გამორიცხავს - საქმე ეხება ლაზარე ჯორბენაძის სუიციდის გამოძიებული საქმის გარშემო ირაკლი ღარიბაშვილისა და ოპოზიციონერების მიერ შექმნილ აჟიოტაჟს. საგამოძიებო უწყებამ საჯარო განცხადებების ავტორები გამოკითხა. ირკვევა, რომ ოპოზიციონერებმა საქმეზე არაფერი იციან და მთავარი წყარო მათთვის ირაკლი ღარიბაშვილია.

საგამოძიებო უწყებამ ღარიბაშვილიც გამოკითხა - პროკურორის განმარტებით, ღარიბაშვილი ამბობს, რომ ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე ის არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. გამოიკითხნენ ნიკა გვარამია და გია ხუხაშვილიც. ჯამში დაგეგმილია 10 ადამიანის გამოკითხვა. პროკურატურის განმარტებით, თვითმკვლელობის ფაქტი გამოძიებით უტყუარად არის დადასტურებული. თუმცა გაკეთებულმა განცხადებებმა, კონკრეტული ადამიანების საგამოძიებო უწყებაში დაბარების აუცილებლობა გააჩინა.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე გაკეთებული განცხადებების ავტორების მიზანი, ტრაგედიის გამოყენებით, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოში, ნორვეგიის მეფის ჰარალდ V-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

თორნიკე ჭეიშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: როგორც სჩვევიათ პოლიტიკურ სვავებს, ისინი ამ შემთხვევაშიც შეეცადნენ ტრაგედია გამოეყენებინათ იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი შეექმნათ

თორნიკე ჭეიშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: როგორც სჩვევიათ პოლიტიკურ სვავებს, ისინი ამ შემთხვევაშიც შეეცადნენ ტრაგედია გამოეყენებინათ იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი შეექმნათ

იმედი

გიორგი ვოლსკი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: ცდილობენ ისტერიული ფონი შექმნან, რომ რევოლუციურ სცენარში გარკვეული განვითარება მიიღოს ხელისუფლების დისკრედიტაციის ამ ბინძურმა კამპანიამ

გიორგი ვოლსკი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: ცდილობენ ისტერიული ფონი შექმნან, რომ რევოლუციურ სცენარში გარკვეული განვითარება მიიღოს ხელისუფლების დისკრედიტაციის ამ ბინძურმა კამპანიამ

იმედი

მედია: უკრაინა კანონპროექტების გაჭიანურების ფონზე მილიარდობით დოლარის საერთაშორისო დაფინანსების დაკარგვის რისკის წინაშეა

მედია: უკრაინა კანონპროექტების გაჭიანურების ფონზე მილიარდობით დოლარის საერთაშორისო დაფინანსების დაკარგვის რისკის წინაშეა

იმედი