მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ვოლსკი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: ცდილობენ ისტერიული ფონი შექმნან, რომ რევოლუციურ სცენარში გარკვეული განვითარება მიიღოს ხელისუფლების დისკრედიტაციის ამ ბინძურმა კამპანიამ
გიორგი ვოლსკი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: ცდილობენ ისტერიული ფონი შექმნან, რომ რევოლუციურ სცენარში გარკვეული განვითარება მიიღოს ხელისუფლების დისკრედიტაციის ამ ბინძურმა კამპანიამ

გიორგი ვოლსკი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: ცდილობენ ისტერიული ფონი შექმნან, რომ რევოლუციურ სცენარში გარკვეული განვითარება მიიღოს ხელისუფლების დისკრედიტაციის ამ ბინძურმა კამპანიამ

იმედი|imedinews.ge

სამწუხაროა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ამ ტრენდის ერთ-ერთი მონაწილე გახდა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ. ის ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„ჯორბენაძის თემა ერთადერთი არაა, აქ არის უშველებელი რაოდენობა თემებისა, რომელიც წარმოშვეს და ცდილობენ აქედან ისტერიული ფონი შექმნან, რომ რევოლუციურ სცენარში გარკვეული განვითარება მიიღოს ხელისუფლების დისკრედიტაციის ამ ბინძურმა კამპანიამ. სამწუხაროა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ამ ტრენდის ერთ-ერთი მონაწილე გახდა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადებების გამო, პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები მიმდინარეობს. დადასტურდა, რომ ოპოზიციონერებმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე არაფერი იციან და მთავარი წყარო მათთვის ირაკლი ღარიბაშვილია.

პატიმრობაში მყოფმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მორიგი წერილი გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას - რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოში, ნორვეგიის მეფის ჰარალდ V-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

თორნიკე ჭეიშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: როგორც სჩვევიათ პოლიტიკურ სვავებს, ისინი ამ შემთხვევაშიც შეეცადნენ ტრაგედია გამოეყენებინათ იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი შეექმნათ

თორნიკე ჭეიშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: როგორც სჩვევიათ პოლიტიკურ სვავებს, ისინი ამ შემთხვევაშიც შეეცადნენ ტრაგედია გამოეყენებინათ იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი შეექმნათ

იმედი

დადასტურდა, რომ ოპოზიციონერებმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე არაფერი იციან და მთავარი წყარო მათთვის ირაკლი ღარიბაშვილია

დადასტურდა, რომ ოპოზიციონერებმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე არაფერი იციან და მთავარი წყარო მათთვის ირაკლი ღარიბაშვილია

იმედი

მედია: უკრაინა კანონპროექტების გაჭიანურების ფონზე მილიარდობით დოლარის საერთაშორისო დაფინანსების დაკარგვის რისკის წინაშეა

მედია: უკრაინა კანონპროექტების გაჭიანურების ფონზე მილიარდობით დოლარის საერთაშორისო დაფინანსების დაკარგვის რისკის წინაშეა

იმედი