მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. CNN: ტრამპის კალიფორნიის გოლფ-კლუბთან, პრეზიდენტის ვიზიტის წინ, შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს
CNN: ტრამპის კალიფორნიის გოლფ-კლუბთან, პრეზიდენტის ვიზიტის წინ, შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს

CNN: ტრამპის კალიფორნიის გოლფ-კლუბთან, პრეზიდენტის ვიზიტის წინ, შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კალიფორნიაში ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე, სამხრეთ კალიფორნიაში მდებარე Trump National Golf Club-ის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას CNN-ი ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც CNN-ს ფედერალური სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა განუცხადა, აშშ-ის საიდუმლო სამსახური იძიებს, წარმოადგენდა თუ არა დაკავებული პირი დონალდ ტრამპისთვის საფრთხეს.

იმავე წყაროს ცნობით, ამ ეტაპზე არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ ეჭვმიტანილი პრეზიდენტზე თავდასხმას გეგმავდა, თუმცა გამოძიება კვლავ გრძელდება.

დაკავების შესახებ განცხადება მაშინ გავრცელდა, როდესაც ტრამპი თავისი თვითმფრინავით კალიფორნიისკენ მიემგზავრებოდა. პრეზიდენტი შტატში სამშაბათს საღამოს ჩავიდა, რათა რანჩო-პალოს-ვერდესში მდებარე საკუთარ გოლფ-კლუბში „რესპუბლიკური ეროვნული კომიტეტის“ ვახშამს დასწრებოდა.

შერიფის დეპარტამენტის ინფორმაციით, დაკავებული 38 წლის ჯინინ ჯონ ტაელეა, რომელიც ქალაქ დაუნის მცხოვრებია. ის ასევე ელ-სეგუნდოს პოლიციის მიერ ძარცვის ფაქტზეა ეჭვმიტანილი.

სამართალდამცველების ცნობით, ტაელე გოლფ-კლუბის ტერიტორიაზე ფოტოებსა და ვიდეოებს იღებდა და, მათი შეფასებით, უსაფრთხოების დაგეგმვის ღონისძიებებს აკვირდებოდა. ის ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისა და აკრძალული ტიპის საბრძოლო მასალის ფლობის ბრალდებით დააკავეს.

საქმეზე სასამართლო სხდომა უკვე გაიმართა. სასამართლომ მისთვის 250 ათასი დოლარის ოდენობის გირაო განსაზღვრა. მოსამართლემ ბრალდებულს ასევე აუკრძალა იარაღის ფლობა, ტრამპის გოლფ-კლუბთან მიახლოება და საქმის განხილვის დასრულებამდე კალიფორნიის დატოვება.

შერიფის დეპარტამენტის განცხადებით, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ტერორიზმთან ბრძოლის ერთობლივი ჯგუფის გამომძიებლებმა ტაელეს საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.

ჩხრეკის შედეგად ამოიღეს უკანონოდ მოდიფიცირებული AR-ის ტიპის შაშხანა, .45 კალიბრის პისტოლეტი, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, მაღალი ტევადობის მჭიდები, საბრძოლო მასალა, რადიოსიგნალის მოწყობილობები და რამდენიმე ბლოკნოტი, რომლებშიც, შერიფის დეპარტამენტის შეფასებით, „შემაშფოთებელი ჩანაწერები“ იყო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 193 სტატია.

  • დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის ვახშამზე ტექნოლოგიური გიგანტები მიიწვიესBM.GE
  • ტრამპი EU-ს ტარიფებით ემუქრება, თუ კანადა ასოცირებული წევრი გახდებაფორმულა
  • ტრამპის ულტიმატუმი ზელენსკის და რუსეთ-უკრაინის ომში NATO-ს შესაძლო ჩართვა - ორი მთავარი საკითხი, რომელიც დღეს მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშიარუსთავი 2
  • ტრამპი: ზელენსკის ვთხოვე, რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ დაარტყასტვ პირველი
ტრამპი →პრეზიდენტი →

მსგავსი სტატიები

Bloomberg: აშშ მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ მარაგების სიმცირის გამო რაკეტების მიწოდება შესაძლოა ხუთ წლამდე შეფერხდეს

Bloomberg: აშშ მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ მარაგების სიმცირის გამო რაკეტების მიწოდება შესაძლოა ხუთ წლამდე შეფერხდეს

იმედი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საერთაშორისო კადავერული კურსი გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საერთაშორისო კადავერული კურსი გაიხსნა

იმედი

CNN: ხელოვნური ინტელექტის მიერ დაშვებული შეცდომის გამო აშშ ჩინეთთან ომის ზღვარზე აღმოჩნდა

CNN: ხელოვნური ინტელექტის მიერ დაშვებული შეცდომის გამო აშშ ჩინეთთან ომის ზღვარზე აღმოჩნდა

იმედი

გია აბაშიძე: რადიკალური ოპოზიციისთვის „სანქცირებული რუსული გემები“ უკვე რიტუალურ მოჩვენებებად იქცა - არც გემი სჭირდებათ, არც მტკიცებულება. „რუბლოვნა-რუბლოვიჩების“ ნაცკლასტერის ვერსიებს მორიგ ჯერზე აცამტვერებს საქართველოსა და NATO-ს თანამშრომლობის განვითარების სხვადასხვა ასპექტი