მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ტრამპი EU-ს ტარიფებით ემუქრება, თუ კანადა ასოცირებული წევრი გახდება
ტრამპი EU-ს ტარიფებით ემუქრება, თუ კანადა ასოცირებული წევრი გახდება

ტრამპი EU-ს ტარიფებით ემუქრება, თუ კანადა ასოცირებული წევრი გახდება

ფორმულა|formulanews.ge

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირს საპასუხო ზომებით ემუქრება, იმ შემთხვევაში, თუ დაიწყება ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ შეთავაზებული იდეის განხორციელება, რომელიც კანადისთვის ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს.

"თუ ისინი ამას გააკეთებენ და ჩავთვლი, რომ ეს რაიმე ფორმით მტრული ნაბიჯია, ევროპას ძალიან სერიოზულ ტარიფებს დავუწესებ ან ბევრ საკითხზე ევროპასთან ვაჭრობას შევწყვეტ", - თქვა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან.

მან ევროკომისიის პრეზიდენტის წინადადებას "სასაცილო" უწოდა.

"თუ ეს კარგი განზრახვით კეთდება, მაშინ პრობლემა არ არის. მაგრამ თუ ეს ცუდი განზრახვით კეთდება, ევროპას ძალიან მძიმე ტარიფებს დავუწესებთ", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ევროკომისიაში განაცხადეს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის წინადადება, რომელიც ჯერ კიდევ დასამუშავებელია და მის განხორციელებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანხმობა დასჭირდება - მტრულ ნაბიჯს არ წარმოადგენს.

"როგორც ჩვენმა პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გუშინ განაცხადა, კანადასთან პარტნიორობის გაძლიერების ეს შეთავაზება არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ; ის ჩვენი საერთო სიძლიერის გასაზრდელად არის მიმართული", - განაცხადა წარმომადგენელმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლის მიხედვითაც კანადა შესაძლოა ევროკავშირის პირველი „ასოცირებული წევრი“ გახდეს. ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ სურს კანადისთვის კარის გახსნაზე იმუშაოს, რაც ძირითად საკვანძო სექტორებში მჭიდრო კავშირების დამყარებას გულისხმობს.

ევროკომისიის ხელმძღვანელის თქმით, ეს პარტნიორობა მიმართული არ არის რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ, არამედ საერთო ძალისხმევისა და საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული სისტემის გასამყარებლად იქმნება.

აღნიშნული ინიციატივა ვაშინგტონსა და ოტავას შორის დაძაბული ურთიერთობებისა და ჩაშლილი სავაჭრო მოლაპარაკებების ფონზე გაჟღერდა. გასულ კვირას კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის სურვილი გამოთქვა. კარნი სტრასბურგში ყოველწლიურ სიტყვით გამოსვლას ესწრებოდა და დაგეგმილია, რომ ის ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით ოთხშაბათს წარდგება.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავსBM.GE
  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი, სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები! - ტრამპიტვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

კალასი: რუსეთის საერთაშორისო ფორუმებზე დაბრუნება ომის დანაშაულების ნორმალიზებას ნიშნავს

კალასი: რუსეთის საერთაშორისო ფორუმებზე დაბრუნება ომის დანაშაულების ნორმალიზებას ნიშნავს

ფორმულა

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ერთი ერი - ორი სახელმწიფო, შეცვლილი წონასწორობა - რისკები საქართველოსთვის?

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ერთი ერი - ორი სახელმწიფო, შეცვლილი წონასწორობა - რისკები საქართველოსთვის?

ფორმულა

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "სუფთა ფურცელი" - ინდულიგენცია ისტორიის და პასუხიმგებლობის ანულირებისთვის?!

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "სუფთა ფურცელი" - ინდულიგენცია ისტორიის და პასუხიმგებლობის ანულირებისთვის?!

ფორმულა

ზელენსკი: ჩვენი შორი მოქმედების სანქციების სამიზნე როსტოვის ოლქი გახდა

ზელენსკი: ჩვენი შორი მოქმედების სანქციების სამიზნე როსტოვის ოლქი გახდა

ფორმულა