მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

იმედი|imedinews.ge

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

4667,6 კვ/მ მიწის ფართობზე აშენდება ორსართულიანი თანამედროვე სტანდარტის ადაპტირებული 12 ჯგუფიანი შენობა. თითოეული ჯგუფი გათვლილია 25 ბავშვზე და ჯამში 300 აღსაზრდელს მოემსახურება. პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყობა ეზო საბავშვო ატრაქციონებითა და საბაღე ინვენტარით, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა. ამ ეტაპზე დასრულებულია საძირკვლის მოწყობა და მიმდინარეობს პირველი სართულის ფილის მოწყობისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები. პროექტის ღირებულება 6 მილიონ ლარს აღემატება. სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია 2027 წლის ივლისის ბოლო.

საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით ბათუმში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს. ახლო მომავალში ბათუმს 9 ახალი და რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი შეემატება. გარდა ამისა, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება გონიოში, სადაც 200 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე, ორსართულიანი შენობა აშენდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 65 სტატია.

  • „ყველაფერი, რასაც "ოცნება" „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ამბობდა, თავად დაუდასტურდა" - ფავლენიშვილიტვ პირველი
  • პირველი გამოხმაურება “ოცნებიდან” ღარიბაშვილის ახალ ბრალდებაზენეტგაზეთი
  • გაეროში რუსეთის ელჩმა „ქართული ოცნების“ პოლიტიკასა და ბარამიძის განცხადებაზე ისაუბრაფორმულა
  • გორის საკრებულოს „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი სოსო მუმლაძე თაღლითობის ბრალდებით დააკავესBM.GE
ოცნების →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა

80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა

იმედი

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი