მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ComCom-ის თავმჯდომარემ მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან მიმდინარე თანამშრომლობა და სამომავლო პროექტები განიხილა
ComCom-ის თავმჯდომარემ მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან მიმდინარე თანამშრომლობა და სამომავლო პროექტები განიხილა

ComCom-ის თავმჯდომარემ მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან მიმდინარე თანამშრომლობა და სამომავლო პროექტები განიხილა

იმედი|imedinews.ge

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ, მსოფლიო ბანკის ციფრული განვითარების სპეციალისტთან, ჰიმატ სინგჰ სანდჰუსთან შეხვედრა გამართა, რომელიც კომისიისა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის საკითხებსა და „Log In Georgia“-ს პროექტის მიმდინარეობის განხილვას დაეთმო, - ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

შეხვედრის ფარგლებში, გოგა გულორდავამ ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკის როლს ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი პარტნიორია.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მხარდაჭერა ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის, რეგიონული განვითარების, ციფრული ჩართულობისა და საერთაშორისო პოზიციონირების მიმართულებით. მადლიერნი ვართ მსოფლიო ბანკის მიერ შეტანილი წვლილისთვის საქართველოს, როგორც ციფრული ჰაბის პოტენციალის წარმოჩენაში.“ - განაცხადა ComCom-ის თავმჯდომარემ.

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება პროექტ „Log-in Georgia”-ს განხილვას დაეთმო. მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა თავმჯდომარესთან აღნიშნა, რომ ComCom წარმატებით ახორციელებს პროექტის ფარგლებში მასზე დაკისრებულ მიმართულებებს, რაზეც მათ შორის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ მიმდინარეობისა და უკვე არსებული შედეგები მეტყველებს. გოგა გულორდავამ აღნიშნა, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ეფექტიანად განახორციელოს პროექტის შესაბამისი კომპონენტები.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო მხარდაჭერის კონკრეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი