მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ComCom-მა თემებზე: „ინტერნეტი დასაქმებისთვის“ და „AI წიგნიერება“ საჩხერეში სემინარები ჩაატარა
ComCom-მა თემებზე: „ინტერნეტი დასაქმებისთვის“ და „AI წიგნიერება“ საჩხერეში სემინარები ჩაატარა

ComCom-მა თემებზე: „ინტერნეტი დასაქმებისთვის“ და „AI წიგნიერება“ საჩხერეში სემინარები ჩაატარა

იმედი|imedinews.ge

კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში საჩხერის ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში 65 სტუდენტსა და 20-მდე მასწავლებელს ტრენინგები ჩაუტარა. ბენეფიციარები ახალი მოდულებით: „ინტერნეტი დასაქმებისთვის“ და „ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება“ გადამზადდნენ და ოთხსაათიანი სესიის ფარგლებში გაიარეს ისეთი თემები, როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტის (AI) ინოვაციური ინსტრუმენტების გაცნობა და მათი ეფექტიანი გამოყენება, AI-ის ინტეგრირება პროფესიული განვითარებისა და დასაქმების პროცესში, AI როგორც პერსონალური ასისტენტი დასაქმების პროცესში, შესაძლო გამოწვევები და კიბერუსაფრთხოება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში.

კომუნიკაციების კომისიის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ ახალი მოდულები 2026 წლიდან, საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გამო დაემატა. აღნიშნული მოდულების სამიზნე აუდიტორია ადმინისტრაციის თანამშრომლები, პედაგოგები, სტუდენტები და უფროსკლასელები არიან. ახალი მოდულებით საჩხერეში უკვე 6 ტრენინგი ჩატარდა და 120-მდე მონაწილე გადამზადდა.

„ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში კი, რომელიც ასევე ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ ტრენინგებს მოიცავს, 2022 წლიდან დღემდე, საქართველოს 5 რეგიონის 20 მუნიციპალიტეტის 14,000-მდე ბენეფიციარი გადამზადდა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

ზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა