მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ ჭიათურაში დაიწყო
ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ ჭიათურაში დაიწყო

ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ ჭიათურაში დაიწყო

იმედი|imedinews.ge

კომუნიკაციების კომისიამ ჭიათურის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამიზნე სოფლებში მერის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მონაწილეებს პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროგრამა ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ინტერნეტის ფუნქციურ და პრაქტიკულ გამოყენებას და მასში მონაწილეობა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სამიზნე დასახლებების ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია.

,,ტრენინგები ჩატარდება თემებზე: ინტერნეტის მიზნობრივი და უსაფრთხო გამოყენება, ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება და ინტერნეტი დასაქმებისთვის. ComCom-ის წარმომადგენლები ასევე, პროგრამის გაცნობის მიზნით, ჭიათურის რესურსცენტრის ხელმძღვანელს და სკოლების დირექტორებს შეხვდნენ.

კომუნიკაციების კომისია ჭიათურის მუნიციპალიტეტში ტრენინგებს 40 სამიზნე სოფელში ჩაატარებს. ჭიათურაში პროგრამის სამიზნე დასახლებებია: ბეგიაური, ბიღა, ბჟინევი, დარკვეთი, დიდი კაცხი, ეწერი, გეზრული, გუნდაეთი, ითხვისი, კალაური, კაცხი, ხალიფაური, ხრეითი, ქვაციხე, ქვედა ბერეთისა, ქვედა ჭალოვანი, მანდაეთი, მეჩხეთური, მერევი, მორძგვეთი, ნიგოზეთი, რგანი, რცხილათი, საკურწე, სალიეთი, სკინდორი, სვერი, თაბაგრები, ტყემლოვანა, წასრი, წირქვალი, წყალშავი, ცხრუკვეთი, თვალუეთი, უსახელო, ვაჭევი, ზედა ბერეთისა, ზედა ჭალოვანი, ზედუბანი, ზოდი.

აღნიშნულ დასახლებებში 14 წელს ზემოთ ნებისმიერ მცხოვრებს ტრენინგების გავლა უფასოდ შეუძლია. სემინარების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, გუგლის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა. ტრენინგებზე დასასწრებად მსურველები უნდა დაუკავშირდნენ პროგრამის ციფრულ ელჩს ნომერზე: 555 59 39 84", - წერია ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

ზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა