მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორგანიზებით ლენტეხში სკრინინგ აქცია გაიმართა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორგანიზებით ლენტეხში სკრინინგ აქცია გაიმართა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორგანიზებით ლენტეხში სკრინინგ აქცია გაიმართა

იმედი|imedinews.ge

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ლენტეხში სკრინინგ აქცია გაიმართა.

მოქალაქეებს სრულიად უფასოდ ჩაუტარდათ ძუძუს კიბოს, საშვილოსნოს ყელის, კოლორექტული , პროსტატის კიბოს, არტერიული ჰიპერტენზიის, B და C ჰეპატიტების, აივ-ინფექცია/შიდსის სკრინინგული კვლევები.

კვლევების შედეგად გამოვლენილი შემთხვევების შემდგომი დიაგნოსტიკა და მკურნალობა შესაძლებელია ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში. სახელმწიფო ასევე სრულად აფინანსებს B და C ჰეპატიტებისა და აივ ინფექციის დიაგნოსტიკასა და თერაპიას, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ხელმისაწვდომობას საჭირო სამედიცინო მომსახურებებზე.

აღნიშნულ სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტია.

აქციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, მოადგილე ეკა ადამია, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველი, ლენტეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი გოგი ონიანი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აქცია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 39 სტატია.

  • მარიჯანის ქუჩის დაზარალებულებმა მერიასთან აქცია გამართეს - რას ითხოვენ?BM.GE
  • ინგლისში საპროტესტო აქცია დემონსტრანტებს და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდარუსთავი 2
  • "გაათავისუფლეთ თამაზ ელიზბარაშვილი!" - აქცია კანცელარიასთანტვ პირველი
  • ბათუმში, აქციის მონაწილეებზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყოფორმულა
აქცია →

მსგავსი სტატიები

გიორგი გაგუამ სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვე ტურში დუბლი შეასრულა

გიორგი გაგუამ სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვე ტურში დუბლი შეასრულა

იმედი

Anthropic-ის, OpenAI-ისა და xAI-ის ხელმძღვანელები ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების მოწოდებით გამოვიდნენ

Anthropic-ის, OpenAI-ისა და xAI-ის ხელმძღვანელები ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების მოწოდებით გამოვიდნენ

იმედი

საქართველოს ფოსტის ინიციატივით დედაენის ბაღში „ქართული მარკების ფესტივალი 2026“ იმართება

საქართველოს ფოსტის ინიციატივით დედაენის ბაღში „ქართული მარკების ფესტივალი 2026“ იმართება

იმედი

დავით მათიკაშვილი: ჩვენ აქამდეც, დონალდ ტრამპის პირველი გაპრეზიდენტებისას გვახსოვს, თუ როგორ მოიხსენიებდა მას გვარამია. დღეს იმავე გზაზე, რელსებზე დგანან ცალკეული ტელევიზიები, აგენტურული რუპორები