მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მედია: უკრაინა კანონპროექტების გაჭიანურების ფონზე მილიარდობით დოლარის საერთაშორისო დაფინანსების დაკარგვის რისკის წინაშეა
მედია: უკრაინა კანონპროექტების გაჭიანურების ფონზე მილიარდობით დოლარის საერთაშორისო დაფინანსების დაკარგვის რისკის წინაშეა

მედია: უკრაინა კანონპროექტების გაჭიანურების ფონზე მილიარდობით დოლარის საერთაშორისო დაფინანსების დაკარგვის რისკის წინაშეა

იმედი|imedinews.ge

უკრაინას მილიარდობით დოლარის საერთაშორისო დაფინანსების დაკარგვის საფრთხე ემუქრება მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, საჭირო კანონმდებლობის წინ წაწევის მორიგი მცდელობა ვერ შეძლო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

1 სექტემბერს დეპუტატებმა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებით გათვალისწინებული კანონპროექტების წინ წაწევა ვერ მოახერხეს, მიუხედავად პრემიერ-მინისტრის, სერჰი კორეცკის გაფრთხილებისა, რომ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობამ შესაძლოა „მნიშვნელოვანი ფინანსური რისკი“ შექმნას იმ ფონზე, როდესაც ომი „სულ უფრო ძვირი ჯდება“.

დაბლოკილ კანონპროექტებს შორისაა ამანათებზე გადასახადის დაწესებისა და აუდიტის სამსახურში ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შესარჩევად საკონსულტაციო ჯგუფის შექმნის შესახებ ინიციატივები.

ამანათებზე გადასახადის დაწესება უკრაინისთვის დაახლოებით 700 მილიონი დოლარის ოდენობის სავალუტო ფონდის ტრანშისა და ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში 3,7 მილიარდი ევროს, ანუ დაახლოებით 4,3 მილიარდი დოლარის ტრანშის მიღების ერთ-ერთი წინაპირობაა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, ახალი გადასახადი კიევს სახელმწიფო შემოსავლების გაზრდისა და საკუთარი ფინანსური უზრუნველყოფის შესაძლებლობას გაუუმჯობესებს.

მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ერთ-ერთმა დეპუტატმა უკრაინულ მედიას განუცხადა, რომ კენჭისყრამდე პარტიის ხელმძღვანელობამ მნიშვნელოვანი კანონპროექტების მისაღებად საჭირო ხმების მობილიზება ვერ შეძლო.

„სჯობს, საკითხი კენჭისყრაზე საერთოდ არ დააყენო თუ იცი, რომ ჩავარდება, ვიდრე ასე დამცირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდე“ - განაცხადა დეპუტატმა. მისი თქმით, შესაძლოა, ხელისუფლებას სურდეს, ევროპელებს აჩვენოს, რომ პარლამენტი კანონპროექტის წინააღმდეგია და „არაფრის გაკეთება არ შეიძლება“.

როგორც მედია იუწყება, კენჭისყრა იმ დროს გაიმართა, როდესაც კიევში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია იმყოფებოდა, რაც უკრაინის მიერ კრედიტორის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

კენჭისყრამდე პრემიერ-მინისტრმა სერჰი კორეცკიმ დეპუტატებს განუცხადა, რომ მთავრობის აუდიტის შედეგად თავდაცვის დაფინანსებაში 27 მილიარდი დოლარის დეფიციტი გამოვლინდა. ამასთან, მისი თქმით, უკრაინამ წელს საერთაშორისო პარტნიორებისგან 30 მილიარდი დოლარის მიღებას შეძლებს, თუ ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს.

კორეცკიმ აღნიშნა, რომ ვითარებას ართულებს თავდაცვის სამინისტროს მიერ წლის მეორე ნახევრისთვის განკუთვნილი დაფინანსების ნაწილის ვადაზე ადრე გამოყენებაც, რამაც არსებული ფინანსური დეფიციტის ზრდას შეუწყო ხელი.

პრემიერის განცხადებით, დაფინანსების მისაღებად უკრაინამ 44 სამთავრობო გადაწყვეტილება და პარლამენტში უკვე წარდგენილი 26 კანონპროექტი უნდა მიიღოს, ასევე რაც შეიძლება სწრაფად კიდევ 17 კანონპროექტი უნდა წარადგინოს. თავის მხრივ, მთავრობამ 44 გადაწყვეტილება, 1 ნოემბრამდე უნდა განახორციელოს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 267 სტატია.

  • გერმანია უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში დამატებით 250 მილიონ ევროს შეიტანსფორმულა
  • უკრაინამ IMF-ის მოთხოვნილ კანონპროექტზე უარი თქვა - €4-მილიარდიანი დაფინანსების ბედი უცნობიაBM.GE
  • ბელგია უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ეწინააღმდეგებარუსთავი 2
  • რა აქვს სათქმელი დაურ ბუავას მეგობარ ქალს? - მოსამართლე დღეს უკრაინის მოქალაქის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებსტვ პირველი
უკრაინის →დოლარი →

მსგავსი სტატიები

POLITICO: სლოვაკეთმა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 12 თვით გახანგრძლივების გეგმას მხარი არ დაუჭირა

POLITICO: სლოვაკეთმა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 12 თვით გახანგრძლივების გეგმას მხარი არ დაუჭირა

იმედი

პეტერ მადიარი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრებისთვის  მზად არ არის

პეტერ მადიარი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრებისთვის მზად არ არის

იმედი

დონალდ ტრამპი სეუტაში მიგრანტების კრიზისზე: ესპანეთი განადგურდება

დონალდ ტრამპი სეუტაში მიგრანტების კრიზისზე: ესპანეთი განადგურდება

იმედი

ჯეი დი ვენსი: აშშ ირანს არ დაელაპარაკება, ვიდრე  ისინი სავაჭრო გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ

ჯეი დი ვენსი: აშშ ირანს არ დაელაპარაკება, ვიდრე ისინი სავაჭრო გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ

იმედი