მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ჩიხელიძე: „აჭარა თაიმსმა“ შეგნებულად გამოარჩია ბერა ივანიშვილის სახელი, რათა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაღიზიანება გამოეწვია - ეს არის კლასიკური პროპაგანდისტული მეთოდი, კონკრეტული პირის სახელის გამოყენება ნეგატიური ფონის შესაქმნელად, მიუხედავად იმისა, რომ რეალობასთან ამას საერთო არაფერი აქვს
დავით ჩიხელიძე: „აჭარა თაიმსმა“ შეგნებულად გამოარჩია ბერა ივანიშვილის სახელი, რათა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაღიზიანება გამოეწვია - ეს არის კლასიკური პროპაგანდისტული მეთოდი, კონკრეტული პირის სახელის გამოყენება ნეგატიური ფონის შესაქმნელად, მიუხედავად იმისა, რომ რეალობასთან ამას საერთო არაფერი აქვს

იმედი|imedinews.ge

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ მედიასაშუალებამ ბათუმში გზის გადაკეტვის მიზეზთან დაკავშირებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ქორწილს უამრავი სტუმარი ესწრებოდა, თუმცა „აჭარა თაიმსმა“ შეგნებულად გაამახვილა ყურადღება მხოლოდ ბერა ივანიშვილზე, რაც, საზოგადოების ნაწილში უარყოფითი განწყობების შექმნას ისახავდა მიზნად.

„აჭარა თაიმსის მორიგი დეზინფორმაცია და საზოგადოებაში ნეგატივის გაღვივების პროპაგანდისტული მცდელობა!

აჭარა თაიმსმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ბათუმში გზის გადაკეტვა ბერა ივანიშვილის ეკლესიაში მისვლის გამო მოხდა. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ეს არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციაა. ივანიშვილის ოჯახის წევრები წარსულშიც არაერთხელ ყოფილან ტაძარსა თუ საზოგადოებისთვის ცნობილ ადგილებში, თუმცა ამის გამო გზის გადაკეტვა არც მომხდარა და არც ხდება. შესაბამისად, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე მსგავსი ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და ნეგატიური განწყობების გაღვივების მცდელობას წარმოადგენს.

აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ ქორწილს უამრავი სტუმარი ესწრებოდა, თუმცა აჭარა თაიმსმა შეგნებულად გამოარჩია ბერა ივანიშვილის სახელი, რათა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაღიზიანება და უარყოფითი ემოციები გამოეწვია. ეს არის კლასიკური პროპაგანდისტული მეთოდი - კონკრეტული პირის სახელის გამოყენება ნეგატიური ფონის შესაქმნელად, მიუხედავად იმისა, რომ რეალობასთან ამას საერთო არაფერი აქვს.

ორღობის მედია საშუალება, აჭარა თაიმსი, მორიგ ჯერზე ავრცელებს გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რადგან მათთვის მთავარი არა სიმართლის დადგენა, არამედ სიცრუის ტირაჟირება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არის!“, - წერს ჩიხელიძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუბიო უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიების გადაცემაზე: ეს საკითხი განიხილება - თუმცა, ეს არ არის სწრაფი გამოსავალი, წარმოების გაფართოებასა და ქარხნების მშენებლობას, ლიცენზიის არსებობის შემთხვევაშიც კი, რამდენიმე წელი სჭირდება

უკრაინული მედია: ევროკავშირში აცხადებენ, რომ მოახლოებული ზამთრის ფონზე, უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობა შეინიშნება

უკრაინული მედია: ევროკავშირში აცხადებენ, რომ მოახლოებული ზამთრის ფონზე, უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობა შეინიშნება

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესს გაეცნო

იმედი

X-XI საუკუნეების ისტორიული არტეფაქტები რუსთაველის გამზირზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

X-XI საუკუნეების ისტორიული არტეფაქტები რუსთაველის გამზირზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი