მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ჩიხელიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე: საინტერესოა, ხომ არ იქცნენ ისინი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მარიონეტებად და ხომ არ გამოიყენება კონკრეტული ადამიანის ისტორია პოლიტიკური მიზნებისთვის? ფაქტია, მათი განცხადებები ერთადერთ მიზანს, სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება!
დავით ჩიხელიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე: საინტერესოა, ხომ არ იქცნენ ისინი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მარიონეტებად და ხომ არ გამოიყენება კონკრეტული ადამიანის ისტორია პოლიტიკური მიზნებისთვის? ფაქტია, მათი განცხადებები ერთადერთ მიზანს, სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება!

იმედი|imedinews.ge

ექსპერტი დავით ჩიხელიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშორებით ამბობს, რომ დღის განმავლობაში არაერთი მანიპულაციური ინფორმაცია გავრცელდა.

მისი თქმით, არსებობს გარკვეული კითხვები ამ საქმესთან დაკავშირებით, მაგალითად, ხომ არ უკავშირდება გარკვეულ პოლიტიკურ გარიგებას?

„დღის განმავლობაში პატიმარ დავითაძესთან დაკავშირებით არაერთი მანიპულაციური ინფორმაცია გავრცელდა. მისი ოჯახის წევრები, რა თქმა უნდა, მას იცავენ და ეს ბუნებრივია, მაგრამ საქმის სიცხადისთვის აუცილებელია სრული სურათის შექმნა

როგორც სახალხო დამცველმა განაცხადა, როდესაც მას შესაბამისი განცხადებით 2025 წლის დეკემბერში მიმართეს, საუბარი იყო პატიმრის მიმართ ძალადობის ფაქტზე, რომელიც, მათი განცხადებით, 2025 წლის 20-21 დეკემბერს მოხდა. სახალხო დამცველმა აღნიშნული საქმე შეისწავლა, თუმცა დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინა, რადგან დანაშაული არ ყოფილა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები კანონის შესაბამისად მოქმედებდნენ.

გაუგებარია, თუ, საქმე ერთი წლის წინ მომხდარ ფაქტს ეხება, რატომ იყო ამდენი ხნის განმავლობაში დუმილი და რატომ გაახსენდა ეს ამბავი სწორედ ახლა? ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ კითხვებს აჩენს და მათი „სიმართლის“ ხარისხსაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ჩემი ინფორმაციით, აღნიშნული პირისთვის მოქმედი სასჯელი უკვე მესამე ან მეოთხეა, მას წლების განმავლობაში მუდმივად ჰქონდა პრობლემები კანონთან. მას დღესაც, პენიტენციურ დაწესებულებაში, ქცევის არაერთი დარღვევა აქვს. ეს გარემოებებიც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როდესაც კონკრეტული ადამიანის შესახებ სრული სურათის შექმნას ვცდილობთ.

ჩემი ინფორმაციით, მისი ადვოკატი სალომე ჯანუაშვილი სააკაშვილის ხელისუფლების დროს იწყებდა საკუთარ კარიერას და პროკურორის თანამდებობას იკავებდა. საინტერესოა ის სპექტაკლი, რომელსაც დღეს დავითაძის ოჯახი დგამს. ხომ არ უკავშირდება გარკვეულ პოლიტიკურ გარიგებას? ხომ არ იქცნენ ისინი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მარიონეტებად და ხომ არ გამოიყენება კონკრეტული ადამიანის ისტორია პოლიტიკური მიზნებისთვის?

ფაქტია, მათი განცხადებები ერთადერთ მიზანს სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება!“, - წერს ჩიხელიძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველო-უნგრეთის თამაში დაიწყო

საქართველო-უნგრეთის თამაში დაიწყო

იმედი

ნიკა ეგაძე ტურნირის „თრიალეთის თასი“ გამარჯვებულია

ნიკა ეგაძე ტურნირის „თრიალეთის თასი“ გამარჯვებულია

იმედი

ალექსეი გონჩარენკო: ახლა რეალობა ასეთია, ჩვენ ომს ვაგებთ, ვკარგავთ უამრავ ადამიანს, არ გვაქვს საკუთარი ფული არა მხოლოდ ომის წარმოებისთვის, არამედ ქვეყნის ფუნქციონირებისთვისაც კი - უკრაინამ რუსეთს გარკვეული სიგნალები უნდა გაუგზავნოს, მაგალითად, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ნეიტრალიტეტის გამოცხადებით

საქართველოს ნაკრებმა ბატუტზე ხტომაში მსოფლიოს თასის გათამაშებაზე 13 მედალი მოიპოვა

საქართველოს ნაკრებმა ბატუტზე ხტომაში მსოფლიოს თასის გათამაშებაზე 13 მედალი მოიპოვა

იმედი