მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ჩიხელიძე: საპატრიარქოს ეზოში შევარდნა, არაა უბრალო ინციდენტი, ესაა იმ აგრესიული თავდასხმების პირდაპირი და ლოგიკური შედეგი, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები და მათი მართული მედიასაშუალებები მიზანმიმართულად ეწევიან
დავით ჩიხელიძე: საპატრიარქოს ეზოში შევარდნა, არაა უბრალო ინციდენტი, ესაა იმ აგრესიული თავდასხმების პირდაპირი და ლოგიკური შედეგი, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები და მათი მართული მედიასაშუალებები მიზანმიმართულად ეწევიან

იმედი|imedinews.ge

საპატრიარქოს ჭიშკარი იმ აგრესიამ შეანგრია, რომელსაც ეკრანებიდან და სოციალური ქსელებიდან მუდმივად აფრქვევენ. როცა ადამიანებს ასწავლი საკუთარი სიწმინდეებისა და ტრადიციების სიძულვილს, შედეგად იღებ ზუსტად იმას, რაც დღეს ვიხილეთ, შეურაცხმყოფელ ყვირილსა და ფიზიკურ იერიშს სულიერ ცენტრზე - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, საპატრიარქოს ჭიშკრის შენგრევა და პატრიარქის მისამართით ლანძღვა, კიდევ ერთი მკაფიო სიგნალია იმისა, თუ სადამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა ანტიეროვნულმა და ანტიეკლესიურმა რიტორიკამ. ჩიხელიძის თქმით, დროა, ყველამ გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა და დასრულდეს ეს მიზანმიმართული კამპანია ქვეყნის მთავარი საყრდენის- ეკლესიის წინააღმდეგ.

„საპატრიარქოს ეზოში შევარდნა, არ არის უბრალო ინციდენტი ან შემთხვევითი აქტი, ეს არის იმ დაუღალავი, აგრესიული თავდასხმების პირდაპირი და ლოგიკური შედეგი, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები და მათი მართული მედიასაშუალებები წლებია მიზანმიმართულად ეწევიან. მათი მხრიდან ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ ზიზღის ტირაჟირება ყოველდღიურ ნორმად იქცა, რაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ზუსტად ასეთ რადიკალურ და საშიშ ნაბიჯებში ისახება. დღეს საპატრიარქოს ჭიშკარი იმ აგრესიამ შეანგრია, რომელსაც ეკრანებიდან და სოციალური ქსელებიდან მუდმივად აფრქვევენ. როცა ადამიანებს ასწავლი საკუთარი სიწმინდეებისა და ტრადიციების სიძულვილს, შედეგად იღებ ზუსტად იმას, რაც დღეს ვიხილეთ, შეურაცხმყოფელ ყვირილსა და ფიზიკურ იერიშს სულიერ ცენტრზე. ეს შემთხვევა კიდევ ერთი მკაფიო სიგნალია იმისა, თუ სადამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა ანტიეროვნულმა და ანტიეკლესიურმა რიტორიკამ. დროა, ყველამ გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა და დასრულდეს ეს მიზანმიმართული კამპანია ქვეყნის მთავარი საყრდენის წინააღმდეგ!“ - წერს ჩიხელიძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

იმედი