მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით კოდუამ საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებულ ზუგდიდელ სპორტსმენებს ფულადი ჯილდო გადასცა
დავით კოდუამ საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებულ ზუგდიდელ სპორტსმენებს ფულადი ჯილდო გადასცა

დავით კოდუამ საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებულ ზუგდიდელ სპორტსმენებს ფულადი ჯილდო გადასცა

იმედი|imedinews.ge

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებულ ზუგდიდელ სპორტსმენებს - ნათია გადელიას, ელენე ქარჩავას, ანასტასია ჩოკორაიასა და სალომე ქაქუთიას შეხვდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერმა ახალგაზრდა სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცა და ფულადი ჯილდო გადასცა.

ნათია გადელია ძალოსნობაში მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონია.

ელენე ქარჩავა საქართველოს კრივის ისტორიაში პირველი ქართველი გოგონაა, რომელიც 2025 წელს მონტენეგროში ევროპის ჩემპიონი გახდა. ელენე საქართველოს სამგზის ჩემპიონი და მიმდინარე წლის საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულია.

ანასტასია ჩოკორაია კრივში საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულია, 2024 წლის ევროპის პრიზიორი - ბრინჯაოს მედლის მფლობელი და საქართველოს ორგზის ჩემპიონია. ანასტასია მიმდინარე წელს საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულია.

სალომე ქაქუთია საქართველოს სპორტული კარატეს ისტორიაში პირველი გოგონაა, რომელიც 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მიმდინარე წელს კი ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა. სალომე საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია.

„შრომის, მიზანდასახულობის და საკუთარი შესაძლებლობების რწმენის შედეგია თქვენი ყველა წარმატება. მადლობას ვუხდი თითოეულ მწვრთნელს და მშობელს, რომ ამ ახალგაზრდების წარმატებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. გისურვებთ კიდევ ბევრ გამარჯვებას. წინ ახალი წარმატებები გელოდებათ!“ - განაცხადა ზუგდიდის მერმა სპორტსმენებთან გამართულ შეხვედრაზე.

წარმატებულ სპორტსმენებს მერიისგან ფულადი ჯილდო 1 000-1 000 ლარი გადაეცათ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მაკრონი: ენდეთ ევროპას - სწორედ ის მოგვცემს საშუალებას, ერთად შევინარჩუნოთ პოზიციები ამ არეულ მსოფლიოში, სადაც საერთაშორისო სამართალი ყოველდღიურად ირღვევა და ბლოკების ლოგიკა ბრუნდება

მაკრონი: ენდეთ ევროპას - სწორედ ის მოგვცემს საშუალებას, ერთად შევინარჩუნოთ პოზიციები ამ არეულ მსოფლიოში, სადაც საერთაშორისო სამართალი ყოველდღიურად ირღვევა და ბლოკების ლოგიკა ბრუნდება

იმედი

ჯარედ კუშნერი: თუ „ჰამასი“ უარს იტყვის განიარაღებაზე, ვაშინგტონი ღაზაში ისრაელის შემდგომ სამხედრო ოპერაციებს მხარს დაუჭერს

ჯარედ კუშნერი: თუ „ჰამასი“ უარს იტყვის განიარაღებაზე, ვაშინგტონი ღაზაში ისრაელის შემდგომ სამხედრო ოპერაციებს მხარს დაუჭერს

იმედი

ტრამპი: კიმ ჩენ ინი ჩემ მიმართ ყოველთვის დიდ პატივისცემას იჩენდა - მე მესმის მისი, მას კი ჩემი

ტრამპი: კიმ ჩენ ინი ჩემ მიმართ ყოველთვის დიდ პატივისცემას იჩენდა - მე მესმის მისი, მას კი ჩემი

იმედი

ტრამპი ირანზე: მათ კაპიტულაციის თეთრი დროშა უნდა აღმართონ

ტრამპი ირანზე: მათ კაპიტულაციის თეთრი დროშა უნდა აღმართონ

იმედი