მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით მათიკაშვილი: ერთი მუჭა ქვეყნის მტრების და შულავერის კომიტეტის წევრების მიზნები პრაქტიკულად გამორიცხულია. ქართველი ხალხი მათ გვერდით არ დგას
დავით მათიკაშვილი: ერთი მუჭა ქვეყნის მტრების და შულავერის კომიტეტის წევრების მიზნები პრაქტიკულად გამორიცხულია. ქართველი ხალხი მათ გვერდით არ დგას

დავით მათიკაშვილი: ერთი მუჭა ქვეყნის მტრების და შულავერის კომიტეტის წევრების მიზნები პრაქტიკულად გამორიცხულია. ქართველი ხალხი მათ გვერდით არ დგას

იმედი|imedinews.ge

ყველამ კარგად ვიცით, რომ ერთი მუჭა ქვეყნის მტრების და შულავერის კომიტეტის წევრების მიზნები პრაქტიკულად გამორიცხულია. ქართველი ხალხი მათ გვერდით არ დგას,- განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა" რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.

მისი თქმით, უცხოეთიდან ორკესტრირებული მოქმედებები სწორედ რადიკალური ოპოზიციისთვის ოდნავი უპიატესობის შექმნის მცდელობაა.

„საქართველოში მოქმედი მეხუთე კოლონა, რადიკალური აქტივისტები არასდროს საკუთარი ერისა და ამომრჩევლისგან არ იღებენ სასიცოცხლო ემოციასა და ძალას. ისინი მუდამ დარბიან უცხოეთში და ცდილობენ იქიდან მიიღონ მხარდაჭერა. ბუნებრივია ეს ორკესტრირებული მოქმედება იმიტომ არის და არსებობს, რომ ამ მეხუთე კოლონას, შულავერის კომიტეტს, რომელიც საკუთარი ქვეყნის, ხალხის, ერის წინააღმდეგ მოქმედებს, რაღაც ფორმით უპირატესობა შეუქმნან, მაგრამ ეს გზა ხომ ჩვენ უკვე გავიარეთ. ეს ფილმი ხომ არაერთგზის ნანახი გვაქვს. ისინი მაინც ახერხებენ იმას, რომ ამ მოჯადოებულ წრეზე დადიან. გამორჩეულ დღეებში აანონსებენ რაღაცებს. საერთოდ 26 მაისზე „ნაცმოძრაობის" ამ სადისტური მოძრაობის შემოქმედებმა ხმა რომ არ უნდა ამოიღონ ხომ კარგად იცით. 26 მაისს რა დააწიეს მათ ხალხს, ჯერ ხელისუფლებაში ყოფნისას, როგორი სისხლის გუბეები დააყენეს რუსთაველზე და დღეს, უკვე ოპოზიციაში ყოფნის დროს ცდილობენ დისონანსი, არეულობა შეიტანონ საერთო ეროვნულ დღესასწაულში. ისიც ხომ კარგად ვიცით, რომ ამ ერთი მუჭა ქვეყნის მტრების და შულავერის კომიტეტის წევრების მიზნები პრაქტიკულად გამორიცხულია. ქართველი ხალხი მათ გვერდით არ დგას",- განაცხადა მათიკაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

იმედი

პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება

პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება

იმედი

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა

იმედი

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი