მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით მათიკაშვილი: საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ის ქვეყნებია, რომელთა პარტნიორობაც დიდწილად განსაზღვრავს კავკასიასა და რეგიონში არსებული მოცემულობის სტაბილურ, გათვლად, პროგნოზირებად განვითარებას
დავით მათიკაშვილი: საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ის ქვეყნებია, რომელთა პარტნიორობაც დიდწილად განსაზღვრავს კავკასიასა და რეგიონში არსებული მოცემულობის სტაბილურ, გათვლად, პროგნოზირებად განვითარებას

იმედი|imedinews.ge

უმნიშვნელოვანეს ფორმატს წარმოადგენს ეს ყოველწლიური შეხვედრები სამ სტრატეგიულ პარტნიორს შორის, - განუცხადა „დღის ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა თურქეთში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე საუბრისას.

მისივე თქმით, საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ის ქვეყნებია, რომელთა პარტნიორობაც დიდწილად განსაზღვრავს კავკასიასა და რეგიონში არსებული მოცემულობის სტაბილურ, გათვლად, პროგნოზირებად განვითარებას.

„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ ამ ფორმატის და ამ ფორმატს მიღმა ფარგლებში, რომ ურთიერთდაკავშირებადობის, ეკონომიკური, უსაფრთხოების, კულტურული და სხვა განხრით ურთიერთობების ჭრილში გვქონდეს საუკეთესო ურთიერთობა იმისთვის, რომ სამივე ქვეყნის განვითარება იყოს მაქსიმალურად გამოყენებული სამივე ქვეყნისა და რეგიონის საკეთილდღეოდ.

ცოტა ხნის წინ იყო მოცემულობა, როდესაც იყო პრაქტიკულად საომარი ვითარება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. დღეს სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია. რჩება პოლიტიკური გამოწვევები თურქეთთან მიმართებით, ამიტომ სამომავლო ჭრილში შესაძლებელია ამ ქვეყნის ჩართულობის და მონაწილეობის პერსპექტივაზე ვისაუბროთ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, რომ საქართველო აზერბაიჯანელ და თურქ პარტნიორებთან ერთად ქმნიდა, ქმნის და მომავალში მაქსიმუმ ძალისხმევას მოახმარს, რომ შეიქმნას ისეთი ფორმატები, რომელიც იქნება ხელშესახები საფუძველი სამი ქვეყნის დაკავშირებადობის ჭრილში ეკონომიკური განვითარებისთვის.

„ამ სამ ქვეყანას არა მხოლოდ ამ ქვეყნების მოსახლეობა, არამედ კონტინენტური მასშტაბით შეჰყურებენ იმ იმედით, რომ აქ კავკასიაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის მყარი კავშირი, მშვიდობიანი, მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობა იქნება ხელშემწყობი შუა დერეფნის მაქსიმალური ამოქმედებისთვის, რაშიც აზერბაიჯანს, თურქეთსა და საქართველოს ალტერნატივა არ გააჩნიათ“, - განმარტა დავით მათიკაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი