მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით მათიკაშვილი: თუ ვინმეს ჰგონია ფოჩიან კანფეტებზე გაყიდის ჩვენი ხალხი საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობას და სურვილს, იყოს წარმატებული, დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, ძალიან ცდება
დავით მათიკაშვილი: თუ ვინმეს ჰგონია ფოჩიან კანფეტებზე გაყიდის ჩვენი ხალხი საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობას და სურვილს, იყოს წარმატებული, დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, ძალიან ცდება

დავით მათიკაშვილი: თუ ვინმეს ჰგონია ფოჩიან კანფეტებზე გაყიდის ჩვენი ხალხი საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობას და სურვილს, იყოს წარმატებული, დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, ძალიან ცდება

იმედი|imedinews.ge

თუ ვინმეს ჰგონია ფოჩიან კანფეტებზე გაყიდის ჩვენი ხალხი საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობას და საკუთარ სურვილს, იყოს წარმატებული, დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, ძალიან ცდება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

მათიკაშვილის თქმით, ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია ის მოცემულობა, რაც ჩვენს წინაშე ხელის გულზე დევს.

„ჩვენი საზოგადოებისთვის ორჯერ ორი ოთხია და ძალიან კარგად აღქმადი ის, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა და ომის პრევენცია, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დაცვა, ტერიტორიული მთლიანობისადმი გადადგმული ნაბიჯები და სწრაფვა ქვეყნის გაერთიანებისკენ, არის ის სასწორი პინაზე არსებული ფასეულობა, რომელსაც საპირწონედ არაფერი გააჩნია ამ ქვეყანაზე. ხაზს ვუსვამ და ვიმეორებ - არაფერი. ეს ძალიან კარგად ესმით და იციან, ყოველ შემთხვევაში უნდა იცოდნენ ევრობიუროკრატიაში. თუ რამ მართლაც დაანგრევს იმ სწრაფვას ევროკავშირის მიმართ, თუ მართლაც საბოლოოდ ჩამოაქცევს ევროღირებულებებს, იმ ღირებულებებს, რის გარშემოც თავის დროზე ევროკავშირი იყო შექმნილი და ჩვენ რომ 78-ე მუხლს მოვიაზრებდით საქართველოს კონსტიტუციაში, სწორედ ამ ღირებულებებს მოვიაზრებდით პირველ რიგში, თანასწორობას, სამართლიანობას, ეკონომიკურ კეთილდღეობას. თუკი ამ ყველაფერს ჩამოშლის და ჩამოანგრევს, ეს იქნება ამ უსამართლო, ძალმომრეობითი კამპანიის დასასრული. არა ხელისუფლების, არა საპარლამენტო თუ აღმასრულებელი რგოლების, არამედ ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ქართველი ხალხი ამ ყველაფერს ძალიან ზუსტად და სწორად გაიგებს.

თუ ვინმეს ჰგონია ფოჩიან კანფეტებზე გაყიდის ჩვენი ხალხი საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობას და საკუთარ სურვილს, იყოს წარმატებული, დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, ძალიან ცდება. ამიტომაც, ვიმედოვნებ საბოლოო ჯამში მეტად საღი აზრით მოეკიდება ყველა ამ მნიშვნელოვან საკითხს“, - აღნიშნა მან.

უსამართლო დამოკიდებულება და პოლიტიკური მუქარა. მმართველი გუნდის შეფასებით, უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს. ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველო ზედმიწევნით ასრულებს ვიზალიბერალიზაციის ყველა წინაპირობას. სწორედ ამ საკითხებს განიხილავენ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ევროკომისიასა და ქართულ მხარეს შორის უკვე ჩანიშნულია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკუთარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 97 სტატია.

  • ფარცხალაძე ირწმუნება, რომ საკუთარი დანაყოფის შექმნამდე, “არბატის” მოხალისეთა კორპუსში მსახურობდანეტგაზეთი
  • მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავსBM.GE
  • როგორც სვავები ვერ გადაეჩვევიან სისხლის სმას, ისე ვერ გადაეჩვევა "ნაცი" ადამიანური ტრაგედიებით საკუთარი პოლიტიკური მომავლის შექმნის მცდელობას - არჩილ გორდულაძერუსთავი 2
  • გიორგი გაჩეჩილაძის მიზანია, ტალახში გასვაროს სხვა, რათა საკუთარი სიბინძურე ნაკლებად სჩანდეს - ნიკოლოზ რაჭველის პასუხი პროპაგანდასტვ პირველი
საკუთარი →

მსგავსი სტატიები

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

იმედი

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

იმედი

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი