მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ქართველიშვილი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე: პროექტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად თანმიმდევრულად ვითარდება. საქართველო ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ევროპულ საპორტო მოდელს საკუთარ გეოეკონომიკურ ამოცანებს არგებს
დავით ქართველიშვილი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე: პროექტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად თანმიმდევრულად ვითარდება. საქართველო ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ევროპულ საპორტო მოდელს საკუთარ გეოეკონომიკურ ამოცანებს არგებს

დავით ქართველიშვილი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე: პროექტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად თანმიმდევრულად ვითარდება. საქართველო ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ევროპულ საპორტო მოდელს საკუთარ გეოეკონომიკურ ამოცანებს არგებს

იმედი|imedinews.ge

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ქართული დელეგაციის ვიზიტს როტერდამის პორტში. ანალიტიკოსი წერს, რომ შეხვედრა მნიშვნელოვანია, ვინაიდან ანაკლიის პორტიც, როტერდამის პორტის მსგავსად, ე.წ. landlord მოდელით იფუნქციონირებს. ქართველიშვილი ხაზს უსვამს, რომ მოდელის საშუალებით, ერთი მხრივ, დაცული იქნება საქართველოს სტრატეგიული ინტერესები და, მეორე მხრივ, შევძლებთ საერთაშორისო კაპიტალის, ტექნოლოგიებისა და მართვის გამოცდილების მოზიდვას:

„როტერდამში ვიზიტი ადასტურებს, რომ ანაკლიის მშენებლობა არც გაყინულია და არც გადადებული. საქართველო აშენებს არა უბრალოდ პორტს, არამედ საკუთარი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური გაძლიერების სისტემურ ინსტრუმენტს“ - წერს ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი აღნიშნავს იმასაც, რომ ვიზიტს თან ახლდა სამუშაო შეხვედრები იმ სტრუქტურებთან, რომლებიც მონაწილეობენ ანაკლიის განახლებული გენერალური გეგმის მომზადებაში, რაც ქართველიშვილის სიტყვებით, მეტყველებს პროექტის ფინანსური და ოპერაციული დაგეგმვის ფაზაში შესვლაზე.

„დასრულდა ქართული დელეგაციის როტერდამის პორტში ვიზიტი, რომელიც უნდა განვიხილოთ არა როგორც პროტოკოლური გაცნობითი მოგზაურობა, არამედ, როგორც ანაკლიის მომავალი ღრმაწყლოვანი პორტის მართვის მოდელის მომზადების პრაქტიკული ეტაპი. ეკონომიკის სამინისტროს დელეგაციამ, რომელსაც მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ხელმძღვანელობდა, ევროპის უდიდესი საზღვაო კვანძის მუშაობა სწორედ იმიტომ შეისწავლა, რომ როტერდამი ფუნქციონირებს ე.წ. landlord-მოდელით - იმავე სისტემით, რომლის გამოყენებასაც საქართველოს მთავრობა ანაკლიაში გეგმავს. ამ მოდელით სახელმწიფო ინარჩუნებს კონტროლს მიწაზე, აკვატორიაზე, ნავმისადგომებსა და საბაზისო ინფრასტრუქტურაზე, ხოლო ცალკეული ტერმინალები და კომერციული ოპერაციები პროფესიონალ კერძო ოპერატორებს გადაეცემათ. ეს საშუალებას იძლევა, ერთდროულად დაცული იყოს ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები და მოზიდული იქნას საერთაშორისო კაპიტალი, ტექნოლოგიები და მართვის გამოცდილება.

პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არ აპირებს მთელი პორტის ერთი ინვესტორისთვის გადაცემას და სტრატეგიული ობიექტის ბედის ერთ კომპანიაზე დამოკიდებულებას. სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს ძირითადი ინფრასტრუქტურის მშენებლობას და პორტს ეროვნულ საკუთრებაში ინარჩუნებს, ხოლო საერთაშორისო ოპერატორებს ცალკეული ტერმინალური მიმართულებები შეეთავაზებათ. ასეთი სქემა ამცირებს პოლიტიკურ და კომერციულ რისკებსა და სპეკულაციებს, ქმნის კონკურენციას ოპერატორებს შორის და იძლევა პორტის სიმძლავრეების ეტაპობრივად, რეალური ტვირთბრუნვის შესაბამისად გაფართოების შესაძლებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ანაკლია იგეგმება არა როგორც ცალკეული ობიექტი, არამედ როგორც სრულფასოვანი საპორტო-ლოჯისტიკური ეკოსისტემა, რომელიც ინტეგრირებული იქნება რკინიგზასთან, საავტომობილო მარშრუტებთან და შუა დერეფანთან.

არანაკლებ საყურადღებოა ისიც, რომ ვიზიტს თან ახლდა სამუშაო შეხვედრები Royal HaskoningDHV-სა და Port of Rotterdam Consultants-თან - ანუ იმ სტრუქტურებთან, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ანაკლიის საინჟინრო პროექტირებასა და განახლებული გენერალური გეგმის მომზადებაში. განიხილებოდა ტერმინალების განლაგება, სარკინიგზო კავშირები, მულტიმოდალური ინფრასტრუქტურა, ტვირთნაკადების პროგნოზები და სამომავლო გადაზიდვების სტრუქტურა. ეს მიუთითებს, რომ პროექტი პოლიტიკური დეკლარაციების ეტაპიდან კონკრეტული საინჟინრო, ფინანსური და ოპერაციული დაგეგმვის ფაზაში გადადის. საქართველო წინასწარ განსაზღვრავს, რა ტიპის ტვირთებს მიიღებს პორტი, რა ტერმინალები იქნება საჭირო და როგორ უნდა მოემსახუროს ანაკლია ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიისა და ევროპული ბაზრების ინტერესებს.

უფრო ფართო ჭრილში, როტერდამში ვიზიტი ადასტურებს, რომ ანაკლიის მშენებლობა არც გაყინულია და არც გადადებული - პროექტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად თანმიმდევრულად ვითარდება. საქართველო უცხოურ გამოცდილებას მექანიკურად კი არ იმეორებს, არამედ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ევროპულ საპორტო მოდელს საკუთარ გეოეკონომიკურ ამოცანებს არგებს. შუა დერეფნის მზარდი მნიშვნელობის ფონზე, ამ მიდგომას შეუძლია ანაკლია კასპიის და შავ ზღვებს შორის უმნიშვნელოვანეს კვანძად აქციოს, გააძლიეროს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია და სახელმწიფოს ეროვნული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე გრძელვადიანი კონტროლი შეუნარჩუნოს. სწორედ ეს არის ვიზიტის მთავარი დადებითი მნიშვნელობა: საქართველო აშენებს არა უბრალოდ პორტს, არამედ საკუთარი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური გაძლიერების სისტემურ ინსტრუმენტს“, - წერს დავით ქართველიშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკუთარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 117 სტატია.

  • ვლადიმირ პუტინმა საკუთარი დაცვის წევრთა რაოდენობა კიდევ ერთხელ გაზარდაBM.GE
  • გიორგი გაჩეჩილაძის მიზანია, ტალახში გასვაროს სხვა, რათა საკუთარი სიბინძურე ნაკლებად სჩანდეს - ნიკოლოზ რაჭველის პასუხი პროპაგანდასტვ პირველი
  • დონალდ ტრამპმა საკუთარი თავი აშშ-ის ისტორიაში ერთადერთ „უდიდეს“ პრეზიდენტად გამოაცხადაფორმულა
  • იმერეთში 67 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვესნეტგაზეთი
საკუთარი →ანაკლიის →

მსგავსი სტატიები

POLITICO: ევროპელი დიპლომატები „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ პარტიის ლიდერთან ფარულ კონტაქტებს ამყარებენ

POLITICO: ევროპელი დიპლომატები „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ პარტიის ლიდერთან ფარულ კონტაქტებს ამყარებენ

იმედი

ირაკლი ლატარია: დარწმუნებული ვარ, ნაძირალა დიტო ჩუბინიძე და მისი ბოსი, ძალიან ცუდად დაამთავრებენ ამ ბინძურ „თამაშებს“. ჯერ იყო და პრემიერ კობახიძეს დააბრალეს გარეჯის გაყიდვა, შემდეგ ლაზარე ჯორბენაძის სუიციდზე ააწყვეს კონსპირაცია ღარიბაშვილის დავალებით. ჰოდა სახელმწიფო ასეთ პროვოკაციებს უპასუხოდ არ დატოვებს

ირაკლი ლატარია: დარწმუნებული ვარ, ნაძირალა დიტო ჩუბინიძე და მისი ბოსი, ძალიან ცუდად დაამთავრებენ ამ ბინძურ „თამაშებს“. ჯერ იყო და პრემიერ კობახიძეს დააბრალეს გარეჯის გაყიდვა, შემდეგ ლაზარე ჯორბენაძის სუიციდზე ააწყვეს კონსპირაცია ღარიბაშვილის დავალებით. ჰოდა სახელმწიფო ასეთ პროვოკაციებს უპასუხოდ არ დატოვებს

იმედი

ზურაბ პატარაძე ლუქსემბურგიდან საქართველოში კერძო საჰაერო ხომალდებით ჩამოფრენილი ავიაექსპედიციის მონაწილეებს შეხვდა

ზურაბ პატარაძე ლუქსემბურგიდან საქართველოში კერძო საჰაერო ხომალდებით ჩამოფრენილი ავიაექსპედიციის მონაწილეებს შეხვდა

იმედი

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა თითქმის 12 პროცენტით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა თითქმის 12 პროცენტით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი