მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ქართველიშვილი: ევროკავშირმა მარტში რუსეთიდან LNG-ის შესყიდვები თითქმის გააორმაგა
დავით ქართველიშვილი: ევროკავშირმა მარტში რუსეთიდან LNG-ის შესყიდვები თითქმის გააორმაგა

დავით ქართველიშვილი: ევროკავშირმა მარტში რუსეთიდან LNG-ის შესყიდვები თითქმის გააორმაგა

იმედი|imedinews.ge

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროკავშირსა და რუსეთს შორის გაზრდილ ვაჭრობას ეხმიანება.

ანალიტიკოსი წერს, რომ მარტში ევროკავშირმა რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ყოველთვიური შესყიდვები თითქმის გააორმაგა და 900 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

მისივე თქმით, გაზაფხულის პირველ თვეში ევროპის ქვეყნებმა 933 მილიონი დოლარის ღირებულების რუსული ბუნებრივი აირი შეიძინეს, რაც თებერვლის მაჩვენებელზე 1.8-ჯერ მეტია. თებერვალში მიწოდების მოცულობა 508.3 მილიონ დოლარს შეადგენდა.

„მარტში, ევროკავშირმა დაიკიდა საკუთარი სანქციები და რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ყოველთვიური შესყიდვები თითქმის გააორმაგა და ევროსტატის მონაცემებით, 900 მილიონ დოლარს გადააჭარბა. გაზაფხულის პირველ თვეში, ევროპის ქვეყნებმა 933 მილიონი დოლარის ღირებულების რუსული ბუნებრივი აირი შემოიტანეს. ეს 1.8-ჯერ მეტია თებერვალთან შედარებით, როდესაც მიწოდებამ 508.3 მილიონი დოლარი შეადგინა.

რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ძირითადი იმპორტიორი სამი ქვეყანა იყო: ესპანეთმა 358.9 მილიონი დოლარის ღირებულების საწვავი შეიძინა, საფრანგეთმა 320.4 მილიონი დოლარის, ხოლო ბელგიამ 253.8 მილიონი დოლარის ღირებულების. მარტში თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების საერთო ღირებულება ევროპული ბაზრისთვის რეკორდული იყო. ასეთი მაღალი დონე 2025 წლის იანვრის შემდეგ არ დაფიქსირებულა. სანქციების პირობებში, რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მარტის მიწოდებამ ევროპაში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია“, - წერს დავით ქართველიშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 241 სტატია.

  • რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანესBM.GE
  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
რუსეთის →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი