
დავით ქართველიშვილი: გიორგი გახარიას ჰყავდა და ჰყავს პარტიაში არა მხოლოდ მამალი ნაცები, არამედ სისხლიანი რეჟიმის მსახურები და ეს კრიმინალები სიის ათეულშიც კი შეიყვანა
ბოლო პერიოდში, საქართველოდან გაქცეული გახარიას პარტიის „მინიონები“ ავრცელებენ დეზინფორმაციულ და ხშირ შემთხვევაში შეურაცხმყოფელ განცხადებებს „ქართული ოცნების“ გუნდის წევრების შესახებ, თითქოს კონკრეტული პოლიტიკოსები წარსულში ნაცმოძრაობის კრიმინალური რეჟიმის წევრები იყვნენ - წერს “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს,ამ სიბინძურეს გაქცეული გახარიას დავალებით მისი ჩამოქცეული პარტიის უნიჭო წევრები აკეთებენ მხოლოდ ერთი - გაღმა შედავების პრინციპით.
მისივე შევასებით, თავად გახარიას ჰყავდა და ჰყავს პარტიაში არა მხოლოდ მამალი ნაცები, არამედ სისხლიანი რეჟიმის მსახურები და ეს კრიმინალები სიის ათეულშიც კი შეიყვანა.
“ ბოლო პერიოდში, საქართველოდან გაქცეული გახარიას პარტიის „მინიონები“ ავრცელებენ დეზინფორმაციულ და ხშირ შემთხვევაში შეურაცხმყოფელ განცხადებებს „ქართული ოცნების“ გუნდის წევრების შესახებ, თითქოს კონკრეტული პოლიტიკოსები წარსულში ნაცმოძრაობის კრიმინალური რეჟიმის წევრები იყვნენ.
ამ სიბინძურეს გაქცეული გახარიას დავალებით მისი ჩამოქცეული პარტიის უნიჭო წევრები აკეთებენ მხოლოდ ერთი - გაღმა შედავების პრინციპით. საქმე იმაშია, რომ თავად გახარიას ჰყავდა და ჰყავს პარტიაში არა მხოლოდ მამალი ნაცები, არამედ სისხლიანი რეჟიმის მსახურები და ეს კრიმინალები სიის ათეულშიც კი შეიყვანა. მაშ ასე:
1 - ზაზა თავაძე - იყო ნაცმოძრაობის სისხლიანი რეჟიმის ძალოვანი სისტემის საკვანძო ფიგურა და ადეიშვილის მარჯვენა ხელი
2004 წელს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; 2004-2007 წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, შემდეგ კი – ამავე დეპარტამენტის უფროსი; 2007-2008 წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი; 2008-2010 წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მინისტრის მოადგილე; 2010 წლის 30 მარტიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი
