მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ქართველიშვილი: გვახსოვს უკრაინაში დაპატიმრებული არაერთი ოპოზიციონერი, ჩვენ გვახსოვს მოლდოვაში დაპატიმრებული პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიის ლიდერი, იქ დახურული პარტიები, ტელეარხები, მაგრამ თუკი ბრიუსელის ინტერესებში შედის, ყველაფერი ნებადართულია
დავით ქართველიშვილი: გვახსოვს უკრაინაში დაპატიმრებული არაერთი ოპოზიციონერი, ჩვენ გვახსოვს მოლდოვაში დაპატიმრებული პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიის ლიდერი, იქ დახურული პარტიები, ტელეარხები, მაგრამ თუკი ბრიუსელის ინტერესებში შედის, ყველაფერი ნებადართულია

იმედი|imedinews.ge

ჩვენ გვახსოვს უკრაინაში დაპატიმრებული არაერთი ოპოზიციონერი, ჩვენ გვახსოვს მოლდოვაში დაპატიმრებული პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიის ლიდერი, იქ დახურული პარტიები, ტელეარხები, მაგრამ თუკი ეს ბრიუსელის ინტერესებში შედის, ყველაფერი ნებადართულია, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა გადაცემაში „EURO ანატომია“.

მან კომენტარი გააკეთა ევრობიუროკრატების მიერ აღიარებულ, სომხეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე.

ქართველიშვილის განცხადებით, ოპოზიციონერთა დაკავებები და ტელეარხების გათიშვა ნებადართულია იმ ქვეყნებში, რომლებიც ბრიუსელის დავალებებს ასრულებენ.

„სომხეთი შესულია ევრობიუროკრატიის ორბიტაზე, სადაც „ყველაფერი მოსულა“. „მოსულა“ იმ ქვეყნებში, რომლებიც ზუსტად ვასალურ მდგომარეობაში იმყოფებიან ბრიუსელთან. შესაძლებელია ოპონენტების დაჭერა, შესაძლებელია ოპოზიციური პარტიების დახურვა, ტელეარხების გათიშვა, შესაძლებელია ეკლესიის საქმიანობის შეზღუდვა, მიტროპოლიტების დაკავება და დაჭერა და ეს ყველაფერი უპასუხოდ დარჩება, მაგრამ მხოლოდ მათთვის, ვინც ბრიუსელის დავალებებს ასრულებს და ევრობიუროკრატიის ორბიტაზე იმყოფება“, - აღნიშნა ქართველიშვილმა.

მან ისაუბრა სომხეთში წინასაარჩევნოდ განხორციელებულ ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებებზეც, რაზეც ევრობიუროკრატია დუმს. ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ მათ წინააღმდეგ, ვინც საკუთარი ქვეყნის ინტერესებით ხელმძღვანელობს, ბრძოლაა გამოცხადებული.

„მათ ქმედებაში არაფერი მოსწონთ და არც ერთი დადებითი, პოზიტიური კუთხით რაიმე გაშუქება ევრობიუროკრატიის მხრიდან თუნდაც, საქართველოსთან მიმართებით, ჩვენ არასდროს გაგვიგია, ყოველ შემთხვევაში, უკანასკნელ 6-7 წელიწადში. სომხეთი დღეს, სამწუხაროდ მისთვის, ასულია იმ ორბიტაზე, რომელიც ჩვენ გავლილი გვაქვს, საიდანაც ჩვენ ჩამოვედით და ამიტომ ამ კუთხით, სომხებთან მიმართებით არანაირი უარყოფითი, კრიტიკული განცხადება გაკეთებული ვერ იქნება“, - აღნიშნა ქართველიშვილმა.

მისივე თქმით, ევრობიუროკრატია ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს ისეთ ქვეყნებს, რომლებიც დღევანდელი გეოპოლიტიკისა და გეოეკონომიკის სუბიექტები არიან, როგორიც არის საქართველო, რათა გადაიყვანონ ისინი იმ ობიექტების კატეგორიაში, რომელსაც მართავენ.

„მართავენ დემოკრატიის იმ უხეში დარღვევით, რომლითაც ჩვენ რაღაც ლექციებს გვიკითხავენ. ჩვენ გვახსოვს უკრაინაში დაპატიმრებული არაერთი ოპოზიციონერი, ჩვენ გვახსოვს მოლდოვაში დაპატიმრებული პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიის ლიდერი, იქ დახურული პარტიები, ტელეარხები, მაგრამ თუკი ეს ბრიუსელის ინტერესებში შედის, ნებადართულია. საქართველოს, იუპიტერისა და ხარის სამართლიდან გამომდინარე, მსგავსი ქმედებები აკრძალული აქვს, მაგრამ ჩვენ ამ ქმედებებს არც მივმართავთ, რადგან ეს არ არის ჩვენი სახელმწიფოებრივი მართვის სტილი“, - აღნიშნა ქართველიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 242 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →ლიდერი →პრეზიდენტი →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი