მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ქართველიშვილი თამთა მიქელაძის განცხადებაზე: გუშინწინ იგივე ადამიანები ბრალს უყენებდნენ მოქმედ ხელისუფლებას, რომ იგი ემზადება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისკენ, დღეს ანექსიის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ და მხარს უჭერენ რუსეთისთვის აფხაზეთის დათმობას
დავით ქართველიშვილი თამთა მიქელაძის განცხადებაზე: გუშინწინ იგივე ადამიანები ბრალს უყენებდნენ მოქმედ ხელისუფლებას, რომ იგი ემზადება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისკენ, დღეს ანექსიის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ და მხარს უჭერენ რუსეთისთვის აფხაზეთის დათმობას

იმედი|imedinews.ge

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი გვარამიას მიერ რუსეთისთვის აფხაზეთის დათმობის მხარდაჭერაზე თამთა მიქელაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის შეფასებითაც, „ეს იყო შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსი გასცდა ტრადიციულ პოლიტიკურ რიტორიკას და შემოგვთავაზა კონფლიქტის მოგვარების რაციონალური და პრაგმატული პარადიგმა“.

ქართველიშვილის თქმით, ჯერ კიდევ გუშინწინ იგივე ადამიანები ბრალს უყენებდნენ მოქმედ ხელისუფლებას, რომ იგი ემზადება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისკენ, დღეს კი პირდაპირ ანექსიის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ და იწონებენ და მხარს უჭერენ რუსეთისთვის აფხაზეთის დათმობას.

„ჯერ კიდევ გუშინწინ იგივე ადამიანები ბრალს უყენებდნენ მოქმედ ხელისუფლებას, რომ იგი ემზადება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისკენ. შემდეგ, გუშინ, თვითონვე დაიწყეს საუბარი საქართველოს იმ ნაწილების, რომლის ოკუპაციაში სასარგებლო იდიოტების, თუ რუსეთის აგენტურის როლში, თავად მონაწილეობდნენ - ვითარცა "ბალასტის" მოშორების თაობაზე. დღეს კი - პირდაპირ ანექსიის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ და იწონებენ და მხარს უჭერენ რუსეთისთვის აფხაზეთის დათმობას. ამ ყველაფრის შემდეგ, რომელიმე ნორმალურ ადამიანს შეიძლება ამ მოღალატეებთან დისკუსიის გაგრძელება - ან რატომ დააბრალეს საკუთარ ჯარისკაცებს ომის დაწყება, ან ვინ აბარებს ქვეყანას რუსეთს ნაწილ-ნაწილ. ერთადერთი რაც ვიცი - რომ ნორმალური საზოგადოება უკიდურესი გადაღლის ისეთ დონემდეა უკვე მისული, ამ მოღალატეების მხრიდან საქართველოს განადგურების მიზნით თავისი ყოველდღიური აქტიურობის გამო - რომ ქვეყანაში ამ ყველაფრის აღმოფხვრის სამართლებრივი მექანიზმების არსებობის თაობაზე უკვე სერიოზული ეჭვები გვებადება...”- წერს ქართველიშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აფხაზეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 104 სტატია.

  • რუსული მედია აფხაზეთში, სოჭსა და კრასნოდარის მხარეში საწვავის დეფიციტზე წერსBM.GE
  • ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინესფორმულა
  • აფხაზეთში საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ შეიტანანეტგაზეთი
  • წყალტუბო აფხაზეთის მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებით ბანაკს მასპინძლობს, რომელშიც 12-დან 16 წლამდე ასაკის 35 მოსწავლე მონაწილეობსრუსთავი 2
აფხაზეთის →ბრალი →ხელისუფლების →

მსგავსი სტატიები

კიევში ფედოროვის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

კიევში ფედოროვის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი: მთელი უსამშობლოთა კოჰორტა აამუშავეს უაზრო იდეის დასამკვიდრებლად, მაგრამ ტყუილად ცდილობენ - ქართველებს თავიდან საკუთარ ტერიტორიებს ვერავინ ამოუშლის

თენგიზ შარმანაშვილი: მთელი უსამშობლოთა კოჰორტა აამუშავეს უაზრო იდეის დასამკვიდრებლად, მაგრამ ტყუილად ცდილობენ - ქართველებს თავიდან საკუთარ ტერიტორიებს ვერავინ ამოუშლის

იმედი

ყალბი რუსოფობია - გიორგი უშიკიშვილი ირწმუნება, რომ მისი სასტუმრო რუსეთის მოქალაქეების მიღებაზე უარს ამბობს, თუმცა „ქრონიკის“ ჟურნალისტური ექსპერიმენტით დადგინდა, რომ უშიკიშვილმა საზოგადოება მოატყუა და მისი სასტუმრო რუს ტურისტებს ხშირად მასპინძლობს

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

იმედი