მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თენგიზ შარმანაშვილი: მთელი უსამშობლოთა კოჰორტა აამუშავეს უაზრო იდეის დასამკვიდრებლად, მაგრამ ტყუილად ცდილობენ - ქართველებს თავიდან საკუთარ ტერიტორიებს ვერავინ ამოუშლის
თენგიზ შარმანაშვილი: მთელი უსამშობლოთა კოჰორტა აამუშავეს უაზრო იდეის დასამკვიდრებლად, მაგრამ ტყუილად ცდილობენ - ქართველებს თავიდან საკუთარ ტერიტორიებს ვერავინ ამოუშლის

თენგიზ შარმანაშვილი: მთელი უსამშობლოთა კოჰორტა აამუშავეს უაზრო იდეის დასამკვიდრებლად, მაგრამ ტყუილად ცდილობენ - ქართველებს თავიდან საკუთარ ტერიტორიებს ვერავინ ამოუშლის

იმედი|imedinews.ge

მთელი უსამშობლოთა კოჰორტა აამუშავეს უაზრო იდეის დასამკვიდრებლად, მაგრამ ტყუილად ცდილობენ - ქართველებს თავიდან საკუთარ ტერიტორიებს ვერავინ ამოუშლის, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილმა.

დეპუტატი აფხაზეთთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების - ნიკა გვარამიას მიერ აფხაზეთის „ტრავმულ მეხსიერებად“ მოხსენიებასა და ყარაბაღის დათმობის მაგალითად მოყვანას, ასევე სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომ საქართველო აფხაზებისთვის უკეთეს ალტერნატივას ვერ ქმნის, ეხმიანება.

„ეს ტრავმული მეხსიერება კი არაა, ესაა ჩვენი სამშობლო. რაც შეეხება ყარაბაღთან შედარებას, ყარაბაღი იყო აზერბაიჯანის ოფიციალური ტერიტორია, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ჰქონდა ნაცნობი, როგორც აზერბაიჯანის ტერიტორია. ისევე, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონი საქართველოს ტერიტორიად აქვს ცნობილი და ერთი-ორი გამონაკლისი ქვეყნის გარდა, საერთაშორისო საზოგადოება ასე ცნობს.

როგორ შეიძლება ამის ერთმანეთთან შედარება?! მინდა ვუპასუხო ამ საცოდავებს, სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ, ტრავმული მეხსიერება კი არ არის, ჩვენი სამშობლოა და მისი ნაწილია, თქვე უსამშობლოებო მართლა. როგორ შეიძლება ამ თემაზე საერთოდ ლაპარაკი?! მთელი უსამშობლოთა კოჰორტა აამუშავეს უაზრო იდეის დასამკვიდრებლად, მაგრამ ტყუილად ცდილობენ - ქართველებს თავიდან საკუთარ ტერიტორიებს ვერავინ ამოუშლის“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკუთარი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 90 სტატია.

  • დონალდ ტრამპი BBC-ის საკუთარი ოჯახის წევრების დევნაში ადანაშაულებსრუსთავი 2
  • სანქცირებიდან თვე-ნახევარში დაფარული 102 482 ლარის სესხი - გენერალურ აუდიტორს საკუთარი საბანკო ანგარიშები ისევ არ აქვსBM.GE
  • პაპუაშვილი: სააკაშვილმა, რომელიც საკუთარ მმართველობას ადარებდა აღმაშენებელს, დიდგორობას ომი წააგოფორმულა
  • კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ - გრიგოლ გეგელიატვ პირველი
საკუთარი →

მსგავსი სტატიები

70 000 ლარამდე უპროცენტო სესხი შენი ბიზნესისთვის - მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება

70 000 ლარამდე უპროცენტო სესხი შენი ბიზნესისთვის - მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება

იმედი

Politico: ბრიტანეთის პრემიერს მიმოწერა ჰქონდა პირთან, რომელიც თავს ტრამპის აპარატის ხელმძღვანელად ასაღებდა

Politico: ბრიტანეთის პრემიერს მიმოწერა ჰქონდა პირთან, რომელიც თავს ტრამპის აპარატის ხელმძღვანელად ასაღებდა

იმედი

კიევში ფედოროვის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

კიევში ფედოროვის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

იმედი

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

იმედი