მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით საყვარელიძე: საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, მიაღწიოს იმას, რაზეც ყველანი ვოცნებობდით - აშშ-ის სამხედრო ნაწილების განლაგებას საქართველოს ტერიტორიაზე. შტატებს მაინც მოუწევს ირანთან დაპირისპირება და საქართველოს პორტები, ტერიტორია, შეიძლება გახდეს ლოჯისტიკური ცენტრი, როგორც თავის დროზე იყო იაპონია, კორეის და ვიეტნამის დროს
დავით საყვარელიძე: საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, მიაღწიოს იმას, რაზეც ყველანი ვოცნებობდით - აშშ-ის სამხედრო ნაწილების განლაგებას საქართველოს ტერიტორიაზე. შტატებს მაინც მოუწევს ირანთან დაპირისპირება და საქართველოს პორტები, ტერიტორია, შეიძლება გახდეს ლოჯისტიკური ცენტრი, როგორც თავის დროზე იყო იაპონია, კორეის და ვიეტნამის დროს

იმედი|imedinews.ge

მე მინდა, რომ ჩემი, როგორც ერთ-ერთი ქართველის, პატრიოტის მოსაზრება დარჩეს: ახლა საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, მიაღწიოს იმას, რაზეც ყველანი ვოცნებობდით - პირდაპირ სამხედრო კონტრაქტს და ხელშეკრულებას შეერთებულ შტატებთან, შეერთებული შტატების სამხედრო ნაწილების განლაგებას საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც მომავალში საქართველოს უსაფრთხოების გარანტს, - განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დავით საყვარელიძემ, „ფორმულას“ ეთერში.

საყვარელიძეს მიაჩნია, რომ აშშ-ისა და ირანის დაპირისპირებაში, საქართველოს ტერიტორია და პორტები, შესაძლოა გახდეს შეერთებული შტატების ლოჯისტიკური ცენტრი, ისევე როგორც იაპონია, კორეისა და ვიეტნამის ომის დროს, რამაც „ააყვავა და ფეხზე დააყენა იაპონია“.

„ლოჯისტიკის გადალაგებას შეერთებული შტატები ალბათ დაიწყებს. აშშ-ს მაინც მოუწევს ირანთან ასე თუ ისე დაპირისპირება მომავალში და საქართველოს პორტები, საქართველოს ტერიტორია, სომხეთის ტერიტორია, მათ შორის, აზერბაიჯანის ტერიტორიაც შეიძლება გახდეს ლოჯისტიკური ცენტრი, როგორც თავის დროზე იყო იაპონია, მაგალითად, კორეის და ვიეტნამის დროს შეერთებული შტატების მთავარი ლოჯისტიკური ცენტრი, რამაც ააყვავა და ფეხზე დააყენა ისევ იაპონია. ვინც არ იცით და ბევრმა ალბათ, არ იცით, როდესაც მე ვსწავლობდი იაპონიაში, ყველა ჩემი პროფესორი ამას მიხსნიდა, რომ რომ იაპონია დააქცია ომებმა, მაგრამ ააშენა ასევე ომებმა, როცა ჩვენ გავხდით კორეის და ვიეტნამის ომში მთავარი დასაყრდენი და ლოჯისტიკური ცენტრი“, - აღნიშნა საყვარელიძემ.

მისივე განცხადებით, საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, ამერიკასთან პირდაპირი კონტრაქტი და მისი შენაერთების აქ განლაგება არის ოცნება და ამ შანსის ხელიდან გაშვება იქნება „ისტორიული სისულელე“. საყვარელიძის თქმით, ამ ნაბიჯზე ბიძინა ივანიშვილი არ წავა.

„საქართველოს სიდიდისნაირი ქვეყნისთვის, ამერიკასთან პირდაპირი კონტრაქტი, ამერიკასთან ეკონომიკური კავშირი ამ დროს, იქ - წარმოების გადატანა, იქ - თავის შენაერთების განლაგება იმისთვის, რომ რუსეთი ხვალ არ შემოვარდეს და საქართველო ისევ არ დაიპყროს, არის ოცნება და ამის ხელიდან გაშვება იქნება ისტორიული სისულელე“, - განაცხადა დავით საყვარელიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გახდა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 50 სტატია.

  • საქართველოს შეუძლია, რეგიონში მაღალტექნოლოგიური ლოგისტიკური ჰაბი გახდეს - ნინო მენთეშაშვილიBM.GE
  • ინვესტიციის მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა, მთავარი ინვესტორი ჩინეთი გახდანეტგაზეთი
  • საქართველოს eFootball Mobile-ის ეროვნული ნაკრები FIFA-ს საკონტინენტთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი გახდარუსთავი 2
  • ღარიბაშვილი: კობახიძეს აკრიტიკებდა - რა გახდა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?ფორმულა
გახდა →ირანის →

მსგავსი სტატიები

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი