მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი: ახალ აგროთანადაფინანსების პროგრამაში მეცხოველეობის მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა
დავით სონღულაშვილი: ახალ აგროთანადაფინანსების პროგრამაში მეცხოველეობის მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა

დავით სონღულაშვილი: ახალ აგროთანადაფინანსების პროგრამაში მეცხოველეობის მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპანიის „გარდაბნის მეცხოველეობა“ ფერმა დაათვალიერა. მინისტრმა, კომპანიის წარმომადგენლებისგან მეურნეობის საქმიანობისა და განვითარების გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

შპს „გარდაბნის მეცხოველეობა“ ორ ფერმას ფლობს. სოფელ სართიჭალაში მდებარე ფერმა მეხორცული მიმართულებისაა, ხოლო სოფელ ლემშვენიერაში არსებული მეურნეობა სანაშენე მიმართულებით საქმიანობს.

„მნიშვნელოვანია, ქვეყანაში გაიზარდოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფერმების რაოდენობა და გაძლიერდეს როგორც სანაშენე, ისე მეხორცული და მერძეული მიმართულებები. სწორედ ამიტომ, ახალ აგროთანადაფინანსების პროგრამაში მეცხოველეობის მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და გათვალისწინებულია კონკრეტული მექანიზმები ფერმების განვითარებისა და წარმოების გაფართოებისთვის. ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ ადგილობრივი წარმოების ზრდას, პროდუქტიულობის გაუმჯობესებას და კონკურენტუნარიანი მეცხოველეობის სექტორის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ფერმების მოწყობისა და საქმიანობის განვითარების მიზნით, კომპანიამ 2024-2026 წლებში რამდენჯერმე ისარგებლა პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“. პროგრამის ფარგლებში მიღებულმა ფინანსურმა მხარდაჭერამ კომპანიის საწარმოო შესაძლებლობების გაფართოებას შეუწყო ხელი.

პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში, 2012-2026 წლებში, საქართველოს მასშტაბით, მესაქონლეობის განვითარების მიზნობრიობით, კომერციული ბანკების მიერ 709.5 მლნ ლარის ღირებულების სესხებია გაცემული, ხოლო სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებამ 156.3 მლნ ლარი შეადგინა. მათ შორის, ქვემო ქართლის რეგიონში გაცემულია 138.3 მლნ ლარის ღირებულების სესხები, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებამ კი31.8 მლნ ლარი შეადგინა.

სოფლის განვითარების სააგენტო მესაქონლეობის დარგის მხარდაჭერას მიმდინარე წლის 1 ივლისიდან„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში აგრძელებს. პროგრამა მიზნად ისახავს აგროსექტორში წარმოების განვითარებასა და კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნის ხელშეწყობას.

მეცხოველეობის ფერმაში მინისტრთან ერთად სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დავით ქართველიშვილი უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით რომან გოცირიძის განცხადებებზე: ერთი ემირატული გიგანტის მეორეთი ჩანაცვლების „საერთაშორისო იზოლაციად“ გასაღების მცდელობა არის იაფი პოლიტიკური პროპაგანდა

ლევან მახაშვილი „ნაცმოძრაობის“ მიერ ლარსიდან გავრცელებულ ვიდეოზე: უსაქმური პოლიტიკოსების მცდელობა, ზაფხულში შექმნან თემა, ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია

ლევან მახაშვილი „ნაცმოძრაობის“ მიერ ლარსიდან გავრცელებულ ვიდეოზე: უსაქმური პოლიტიკოსების მცდელობა, ზაფხულში შექმნან თემა, ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია

იმედი

სტატისტიკის მიხედვით, 17-დან 24 აგვისტომდე პერიოდში, სასაზღვრო გამშვები პუნქტის „ლარსის“ გავლით საქართველოში შემოვიდა სხვადასხვა ქვეყნის  52 953 მოქალაქე და ქვეყნიდან გავიდა 61 691

სტატისტიკის მიხედვით, 17-დან 24 აგვისტომდე პერიოდში, სასაზღვრო გამშვები პუნქტის „ლარსის“ გავლით საქართველოში შემოვიდა სხვადასხვა ქვეყნის 52 953 მოქალაქე და ქვეყნიდან გავიდა 61 691

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თურქ კოლეგებთან ერთად საქართველოს მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად თურქეთის მიერ ძებნილი პირები გამოავლინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თურქ კოლეგებთან ერთად საქართველოს მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად თურქეთის მიერ ძებნილი პირები გამოავლინეს

იმედი