მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი ბაქოში უზბეკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა
დავით სონღულაშვილი ბაქოში უზბეკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

დავით სონღულაშვილი ბაქოში უზბეკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, იბროჰიმ აბდურახმანოვს შეხვდა. მხარეებმა საქართველო-უზბეკეთს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის არსებობს შესაძლებლობები თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკის გასაძლიერებლად, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და უზბეკეთის სოფლის მეურნეობის ცოდნისა და ინოვაციების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მნიშვნელობას, რომელიც მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

„საქართველოს მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია ქმნის მყარ საფუძველს საერთაშორისო თანამშრომლობისთვის. უზბეკეთში ეს სექტორი აქტიურად ვითარდება და ახალ შესაძლებლობებს აჩენს. თანამშრომლობა ყურძნის ჯიშების გაუმჯობესების, დაავადებებისადმი მდგრადობის გაზრდისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით ორმხრივ სარგებელს შექმნის და სექტორის კონკურენტუნარიანობას გააძლიერებს. სამეცნიერო-კვლევითი მიმართულება თანამედროვე სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია კვლევით ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების დანერგვას და არსებულ გამოწვევებთან უფრო ეფექტიან გამკლავებას“, - განაცხადა სონღულაშვილმა.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო აგროსასურსათო პროდუქციით ვაჭრობის დინამიკას, რომელიც მზარდია და ასახავს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას.

„საქართველოსთან ჩვენ ისტორიულად ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაკავშირებს. გასულ წელს ვაჭრობის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც დადებითი ტენდენციაა, თუმცა მიუხედავად მიღწეული შედეგებისა არსებობს მეტი პოტენციალი. შესაძლებლობა გვაქვს სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობის, ასევე კვლევების, ინოვაციებისა და ცოდნის გაზიარების მიმართულებით. ჩვენ ვაწარმოებთ ყურძენს დიდი რაოდენობით, თუმცა ღვინის წარმოების მიმართულებით განსაკუთრებით დიდი გამოცდილება და განვითარებული პრაქტიკა სწორედ საქართველოში არსებობს, რის გამოც ეს სფერო ჩვენთვის ინტერესის საგანს გამორჩეულად წარმოადგენს”, - აღნიშნა აბდურახმანოვმა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ჩაის კულტურის, ციტრუსის, თევზჭერისა და აკვაკულტურის მიმართულებებით ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები.

დავით სონღულაშვილთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიტაიშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 203 სტატია.

  • დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზეBM.GE
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი