მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ქართული პროდუქტის შექმნას დავუჭიროთ მხარი, რათა შევამციროთ იმპორტზე დამოკიდებულება
დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ქართული პროდუქტის შექმნას დავუჭიროთ მხარი, რათა შევამციროთ იმპორტზე დამოკიდებულება

დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ქართული პროდუქტის შექმნას დავუჭიროთ მხარი, რათა შევამციროთ იმპორტზე დამოკიდებულება

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში ი/მ რამინ ნაგიევის სასათბურე მეურნეობასა და წარმოების პროცესს გაეცნო, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მეურნეობაში ერთწლოვანი კულტურები მოჰყავთ და წარმადობა თვეში 20 ტონას აღწევს. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება. მეურნეობაში 10-15 ადამიანია დასაქმებული.

„სასათბურე მეურნეობების განვითარება ჩვენი აგრარული პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. წარმოებაში დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები ფერმერს აძლევს შესაძლებლობას, პროდუქტი არა მხოლოდ სეზონზე, არამედ მთელი წლის განმავლობაში აწარმოოს. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ქართული პროდუქტის შექმნას დავუჭიროთ მხარი, რათა შევამციროთ იმპორტზე დამოკიდებულება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

რამინ ნაგიევი სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. 2025 წელს მან პროექტით „ქართული ბოსტნეული სათბურიდან“ ისარგებლა. სესხის ოდენობამ 250 000 ლარი, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსებამ 125 000 ლარი შეადგინა. დაფინანსება ერთწლოვანი კულტურების წარმოებასა და სასათბურე მეურნეობის შექმნა-განვითარებას მოხმარდა. ბენეფიციარმა სასათბურე მეურნეობის მოწყობის მიზნით 2021 წელს ასევე ისარგებლა შეღავათიანი აგროკრედიტით.

პროგრამას „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო 2024 წლიდან ახორციელებს, 355 ბენეფიციარი ჰყავს. 55 ჰექტარ ფართობზე სასათბურე მეურნეობის შექმნისთვის კომერციული ბანკების მიერ გაცემულია დაახლოებით 45 მლნ ლარი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად სასათბურე მეურნეობაში მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგი აბუაშვილი და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი იმყოფებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოციალურ ქსელში გამოყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ზვიად ბითაძე და ალექსანდრე ჭალიძე დაჯარიმდნენ

სოციალურ ქსელში გამოყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ზვიად ბითაძე და ალექსანდრე ჭალიძე დაჯარიმდნენ

იმედი

დავით სონღულაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ფერმერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ტრადიციული წარმოების გარდა, შექმნან ისეთი პროდუქტები, რომლებიც მოთხოვნადია საერთაშორისო ბაზრებზე

დავით სონღულაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ფერმერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ტრადიციული წარმოების გარდა, შექმნან ისეთი პროდუქტები, რომლებიც მოთხოვნადია საერთაშორისო ბაზრებზე

იმედი

ირაკლი ლატარია: ახლა სად არიან ის პოლიტიკოსები და „ექსპერტები“, დიუშენის დაავადების მედიკამენტებზე რომ გადაფსიხდებოდნენ? სად არიან ბაქრაძე, თურძილაძე, ბუწაშვილი და ბევრი სხვა, რომლებიც მაშინ ასე აქტიურად გვიმტკიცებდნენ, რომ სახელმწიფოს მიერ ძვირადღირებული მედიკამენტის დაფინანსება თურმე მხოლოდ ერთი მიზეზის გამო ვერ ხერხდებოდა - ფულის გამო?

Spotify AI-არტისტების პროფილების მონიშვნას დაიწყებს - მათ მუსიკას რეკომენდაციებიდან ამოიღებენ

Spotify AI-არტისტების პროფილების მონიშვნას დაიწყებს - მათ მუსიკას რეკომენდაციებიდან ამოიღებენ

იმედი